ვიქტორ ყიფიანი - ხელისუფლებას თუ სურდა სარჩელში მითითებული პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, ვინაიდან გააცოცხლა ამ პარტიების რეიტინგი
ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ფეხში გაისროლა და ამ პარტიების რეიტინგი გააცოცხლა. მისი თქმით, პროცესი ხელისუფლების მხრიდან გარადიკალურებაა და ამოცანა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დასრულებაა.

ხელისუფლებას თუ სურდა სარჩელში მითითებული პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, ვინაიდან გააცოცხლა ამ პარტიების რეიტინგი, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავენ.
ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ხშირად გვესმის „ქართული ოცნების“ მხრიდან შეფასება სარჩელში მითითებული ოპოზიციური პარტიების რადიკალურ ბუნებასა და ხასიათზე, „თუმცა ეს ნაბიჯი უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან პროცესის გარადიკალურებაა“.
„ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არის განგრძობადი მოქმედებების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი, რომლის ამოცანაა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დასრულება. ამ ხელისუფლების მხრიდან ამ მიდგომის მოწმე სხვადასხვა ფორმით გავხდით, გამორჩეულად 2020 წლიდან, როდესაც მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, დაწყებული აზრის გამოხატვით, პარტიათა ფუნქციონირებით, მათი დაფინანსებით და ა.შ. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ პოლიტიკა ქვეყანაში დასრულდეს. სამართალწარმოება, რისი მომსწრენიც ვართ, ეს არის მრავალწლიანი მცდელობების გაგრძელება და სხვა არაფერი.
ჩვენ ხშირად გვესმის „ქართული ოცნების“ მხრიდან შეფასება სარჩელში მითითებული ოპოზიციური პარტიების რადიკალურ ბუნებასა და ხასიათზე, თუმცა ეს ნაბიჯი უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან პროცესის გარადიკალურებაა, ნებსით თუ უნებლიეთ. პროტესტი არსად არ წავა, ვერსად ვერ გაქრება და თუ უკმაყოფილებამ არ პოვა გამოხატვის ცივილური ფორმები, ის აუცილებლად მოძებნის გამოვლინების სხვა ფორმებს. ამ მიდგომით „ქართული ოცნება“ იმაზე უფრო რადიკალურია, ვიდრე ის პარტიები, ვის რადიკალურობასაც ცდილობს, რომ დაასაბუთოს ამ სარჩელის მეშვეობით.
ეს მიდგომა არის არასახელმწიფოებრივი. მე მესმის ისიც, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა იმ პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით, რომლებიც სარჩელშია მითითებული, მაგრამ ხელისუფლებას თუ სურდა, რომ ამ პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება მოეხდინა, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, ვინაიდან გააცოცხლა ამ პარტიების რეიტინგი, უფრო პოპულარული გახადა მათი იმიჯი. გააცოცხლა ოპოზიციური პოლიტიკური ველი ამ პარტიების სახით, მათ მიანიჭა პოლიტიკური პლატფორმა და პოლიტიკური რეგენერირების საშუალება“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ციტატები სტატიიდან
„თუმცა ეს ნაბიჯი უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან პროცესის გარადიკალურებაა“
„იმაზე უფრო რადიკალურია, ვიდრე ის პარტიები, ვის რადიკალურობასაც ცდილობს, რომ დაასაბუთოს ამ სარჩელის მეშვეობით. ეს მიდგომა არის არასახელმწიფოებრივი. მე მესმის ისიც, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა იმ პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით, რომლებიც სარჩელშია მითითებული, მაგრამ ხელისუფლებას თუ სურდა, რომ ამ პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება მოეხდინა, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, ვინაიდან გააცოცხლა ამ პარტიების რეიტინგი, უფრო პოპულარული გახადა მათი იმიჯი. გააცოცხლა ოპოზიციური პოლიტიკური ველი ამ პარტიების სახით, მათ მიანიჭა პოლიტიკური პლატფორმა და პოლიტიკური რეგენერირების საშუალება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…