ვიქტორ ყიფიანი - სანამ დროა, შეჩერდით, მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები - დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა
პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეჩერდეს და გაიაზროს რისკები საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, ამით ყველა და თავად ქვეყანა დამარცხდება.

სანამ დროა, შეჩერდით, მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები , - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.
კერძოდ, ყიფიანი ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავენ.
ყიფიანის თქმით, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში გამარჯვებული და დამარცხებული აღარ იქნება, რადგან დამარცხდება ქვეყანა.
„სანამ დროა, შეჩერდით.
მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები.
მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში "გამარჯვებულ-დამარცხებულად" დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა.
რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა.
სხვა შემთხვევაში, შერჩება საუბარს აზრი? როგორ საუბარს? საუბარს რის თაობაზე? შევძლებთ ნორმალური პოლიტიკური პროცესით ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე აზრის ფორმირებას? გვექნება კი ამის უფლება და შესაძლებლობა? შეკითხვები, რომლებიც პასუხებს ელიან.. პასუხები, რომლებიც ქვეყნის დღევანდელობასა და მის ხვალინდელზე კრიტიკულ გავლენას მოახდენენ.. გავლენა, რომლის მიღმა არცერთი და არავინ დარჩება”, - აცხადებს ყიფიანი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.