პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე - მოპასუხე მხარეების მიზანია, რაც შეიძლება გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობა - აყენებენ შუამდგომლობებს, რომლებსაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტილელო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოპასუხე მხარეების მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის გაჯანჯლებაა დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით. მისი თქმით, „ლელოს“ მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ მართლმსაჯულებაზე თავდასხმაა.

არჩილ გორდულაძე - მოპასუხე მხარეების მიზანია, რაც შეიძლება გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობა - აყენებენ შუამდგომლობებს, რომლებსაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს
ინტერპრესნიუსი

ორი დღეა, სასამართლო პროცესი აჩვენებს, რომ მოპასუხე მხარეების, სხვადასხვა პარტიის მიზანი არავითარი შუამდგომლობის დაყენება არ არის, არათუ რამე შემატონ პროცესს და სამართალწარმოებას, არამედ მათი მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაიწელოს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობა და ამიტომაც აყენებენ შუამდგომლობებს, რომლებსაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება, ან საქმესთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარტია „ლელომ“ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ლეგიტიმაციაზე შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი გააკეთა.

„დღეს საერთოდ, „ლელომ“ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ლეგიტიმაციაზე პირდაპირი შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი გააკეთა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ თურმე მათ არ იციან, რა პროცედურული საკითხები როგორ უნდა იყოს.

ამაზე მიმართეთო სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას და ჰკითხეთ აზრი, როგორ დაიბაროს მხარეები, მხარეები როგორ განათავსოს და ვის, როდის შუამდგომლობა დააყენებინოსო. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ არალეგიტიმურად გამოაცხადოს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური ორგანო. „ლელო“ ამით კიდევ ერთხელ, ერთის მხრივ თავს დაესხა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, ხოლო მეორეს მხრივ პირდაპირ ცდილობს, რომ თავისი გაგრძელება, რაც 2022 წლიდან არის დაწყებული, თითქოს არალეგიტიმურია, არაღიარება ექსტრემიზმის წახალისება, უკვე ამ ფორმით გადმოიტანოს სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას და ტყუილები, აბსოლუტური ტყუილებია რასაც ესენი ამბობენ, თითქოს საჭიროა, რომ სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიიღონ სტრასბურგის სასამართლოსგან“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – სასამართლოზე პარტიები ისეთ შუამდგომლობებს აყენებენ, რომლებსაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს, ცდილობენ, გაჭიანურდეს პროცესი
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე ოპოზიციურ პარტიებზე: მათი მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს
  3. რუსთავი 2სამთავრობოთქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი - არჩილ გორდულაძე "ლელოს"
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის შუამდგომლობებზე - მიზანი არა სამართლებრივი პროცესის ხელშეწყობა, არამედ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობებიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები