პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის შუამდგომლობებზე - მიზანი არა სამართლებრივი პროცესის ხელშეწყობა, არამედ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობებია

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის შუამდგომლობების მიზანი არა სამართლებრივი პროცესის ხელშეწყობა, არამედ მისი გახანგრძლივება და პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანაა. მისი თქმით, ოპოზიცია ებრძვის არა საგამოძიებო კომისიას, არამედ დასკვნაში ასახულ ფაქტებს.

არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის შუამდგომლობებზე - მიზანი არა სამართლებრივი პროცესის ხელშეწყობა, არამედ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობებია
ინტერპრესნიუსი

რეალურად, ჩვენ ვნახეთ შუამდგომლობები, რომელთა მიზანიც არა სამართლებრივი პროცესის ხელშეწყობა, არამედ პროცესის გახანგრძლივებაა და მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობებია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომელიც ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, ვინც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს წარადგენს.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მოთხოვნას, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იქნას ცნობილი, არჩილ გორდულაძე აცხადებს: „ისინი კომისიას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმ ფაქტებს, რომელიც დასკვნაშია მოცემული“.

„რეალურად ხუთივე პარტიას პრობლემა საგამოძიებო კომისიასთან კი არ აქვს, ამ კომისიის შემადგენლობასთან კი არ აქვს, კომისიის დასკვნაში რაც წერია, იმასთან აქვს პრობლემა იმიტომ, რომ ამ ფაქტებს ვერ გაექცევა, ვერ გაექცევა საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ვერ გაექცევა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ისინი კომისიას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმ ფაქტებს, რომელიც დასკვნაშია მოცემული და რადგანაც ამ ფაქტებს ვერაფერს უპირისპირებენ, ფიქრობენ, რომ შეუტევენ კომისიას და თითქოს კომისიის დასკვნაა ერთადერთი მტკიცებულება. რეალურად, ჩვენს მიერ წარმოდგენილ სარჩელში როგორც ასეთი კომისიის დასკვნა კი არ არის აღებული, წარმოდგენილია ის ათობით, ასობით და ათასობით მტკიცებულება, რომელიც თან ახლავს კომისიის დასკვნას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნაწამები ადამიანები არ არსებობენ და კომისიაზე შეტევით შეძლებენ, რომ საზოგადოება მოატყუონ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, ძალიან ცდებიან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოისინი კომისიას ან კომისიის დასკვნას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმ ფაქტებს, რომლებიც კომისიის დასკვნაშია მოცემული - არჩილ გორდულაძე 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ – მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე – პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში დეტალურადაა მითითებული 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები