პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: ამ დრომდე არ არსებობს პასუხი Starshield-ის ტერმინალების სიჩქარის შეზღუდვის მიზეზებზე

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Starshield-ის ტერმინალებზე სიჩქარის 161 კმ/სთ-მდე შეზღუდვა უპასუხოდ რჩება, რაც უკრაინულ ძალებს რეაქტიული „შაჰიდების“ წინააღმდეგ ჩამჭრელების გამოყენებაში უშლის ხელს.

ზელენსკი: ამ დრომდე არ არსებობს პასუხი Starshield-ის ტერმინალების სიჩქარის შეზღუდვის მიზეზებზე
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დრომდე არ არსებობს პასუხი Starshield-ის ტერმინალების სიჩქარის შეზღუდვის მიზეზებზე.

კერძოდ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა პრეზიდენტს Starshield-ის სიჩქარის საკითხზე ამერიკულ მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ მოახსენეს.

„სამწუხაროდ, ფრონტის ხაზსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ძალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ შენარჩუნებულია საათში 161 კილომეტრის დონეზე. ეს, კერძოდ, შეუძლებელს ხდის რეაქტიული „შაჰიდების“ წინააღმდეგ ჩამჭრელების გამოყენებას. მკაფიო ახსნა-განმარტება ამ დრომდე არ არსებობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა უკრაინის უწყებებს დაავალა, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, პენტაგონთან და კომპანია SpaceX-თან, რათა განმარტებები მიიღონ და არსებული ვითარება გამოასწორონ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
AXIOS: Starshield-ის შეზღუდვის გამო უკრაინელი სამხედროების დრონების ოპერაციების 100% ჩავარდა - კიევი პენტაგონისა და SpaceX-გან განმარტებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები