არჩილ გორდულაძე – სასამართლოზე პარტიები ისეთ შუამდგომლობებს აყენებენ, რომლებსაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს, ცდილობენ, გაჭიანურდეს პროცესი
არჩილ გორდულაძე ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის განზრახ გაჭიანურებასა და დაუსაბუთებელი შუამდგომლობების დაყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „ლელოს“ მიზანი სასამართლოს დელეგიტიმაციაა.

სასამართლო პროცესის ორი დღე აჩვენებს, პარტიების მხრიდან შემდგომლობის დაყენების მიზანია რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებეს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულ შესვენებაზე განაცხადა.
არჩილ გორდულაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოზე „ლელომ“ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ლეგიტიმაციაზე შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.
„ლელომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თურმე არ სასამართლომ არ იცის როგორი უნდა იყოს პროცედურული საკითხები, მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას და ჰკითხეთ აზრიო, როგორ დაიბაროს მხარეები და განათავსოს, ვის როდის უნდა დააყენებინოს შუამდგლომლობა. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, არალეგიტიმურად გამოაცხადოს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური ორგანო. „ლელო“ ამით კიდევ ერთხელ, ერთი მხრივ, თავს დაესხა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, ხოლო, მეორე მხრივ, პირდაპირ ცდილობს, გააგრძელოს, რაც 2022 წლიდან არის დაწყებული, თითქოს სასამართლო არალეგიტიმურია, არაღიარებენ, ცდილობენ ექსტრემიზმის წახალისებას უკვე ამ ფორმით სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას. და აბსოლუტური ტყუილები, მაგალითად, თითქოს საჭიროა სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიიღონ სტრასბურგის სასამართლოსგან. ეს სტანდარტები უკვე დადგენილია არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, შესაბამისად, მათი მიზანი არა რაიმე ინფორმაციის მიღებაა, რომელიც შეიძლება, სასამართლოს ხელს უწყობდეს, არამედ სასამართლოს დელეგიტიმაცია მოხდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა, სტრასბურგის სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვასთან დაკავშირებით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიარჩილ გორდულაძე - მოპასუხე მხარეების მიზანია, რაც შეიძლება გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობა - აყენებენ შუამდგომლობებს, რომლებსაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს
- იმედინიუსიარჩილ გორდულაძე ოპოზიციურ პარტიებზე: მათი მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს
- რუსთავი 2თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი - არჩილ გორდულაძე "ლელოს"
ციტატები სტატიიდან
„ლელომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თურმე არ სასამართლომ არ იცის როგორი უნდა იყოს პროცედურული საკითხები, მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას და ჰკითხეთ აზრიო, როგორ დაიბაროს მხარეები და განათავსოს, ვის როდის უნდა დააყენებინოს შუამდგლომლობა. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, არალეგიტიმურად გამოაცხადოს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური ორგანო. „ლელო“ ამით კიდევ ერთხელ, ერთი მხრივ, თავს დაესხა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, ხოლო, მეორე მხრივ, პირდაპირ ცდილობს, გააგრძელოს, რაც 2022 წლიდან არის დაწყებული, თითქოს სასამართლო არალეგიტიმურია, არაღიარებენ, ცდილობენ ექსტრემიზმის წახალისებას უკვე ამ ფორმით სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას. და აბსოლუტური ტყუილები, მაგალითად, თითქოს საჭიროა სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მიიღონ სტრასბურგის სასამართლოსგან. ეს სტანდარტები უკვე დადგენილია არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, შესაბამისად, მათი მიზანი არა რაიმე ინფორმაციის მიღებაა, რომელიც შეიძლება, სასამართლოს ხელს უწყობდეს, არამედ სასამართლოს დელეგიტიმაცია მოხდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…