ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი - არჩილ გორდულაძე "ლელოს"

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განაცხადა, რომ „ლელო“ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და შეურაცხყოფას აყენებს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტიის შუამდგომლობა სტრასბურგში სარჩელის გაგზავნასა და ექსპერტების ჩართვაზე.

"ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს" - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა გრძელდება.

არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოსადმი უნდობლობას ღიად აფიქსირებს.

"ლელო" პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს. სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთო, ჯერ ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ სტანდარტები არ ვიცით რა არის პარტიის საქმიანობის შეჩერების აკრძალვის და ესენი დაგვიდგინოსო, ხოლო მეორე შემთხვევაში ამბობს, რომ კონკრეტულად ეს სარჩელი ავიღოთ, გავუგზავნოთ და გვითხრას, ეს სარჩელი საკმარისი არის თუ არა კონკრეტული პარტიების აკრძალვისთვისო.

სამართლებრივი ნონსენსია, სხვა არ ვიცი რა ვუწოდო, როდესაც პროცედურის თაობაზე თუ როგორ უნდა განიხილოს პლენუმმა საკონსტიტუციო სარჩელი, ამასთან დაკავშირებით ჰკითხო აზრი და მოსაზრება წინასწარ სტრასბურგის სასამართლოს. არ ვიცი, მაშინ გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გვქონია თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ისეთ შეურაცხყოფას აყენებს ახლა "ლელოს" წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ თურმე პროცედურაც კი არ იცის საკონსტიტუციო სასამართლომ. ვინ ვინ და თქვენ იცით ძალიან კარგად, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, არ დაკმაყოფილდა "ლელოს" შუამდგომლობები, ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის ჩართვასთან და საკონსულტაციო დასკვნისთვის სარჩელის სტრასბურგში გაგზავნასთან დაკავშირებით. მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. მისი განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევა გოცირიძე: თუ ოპოზიციურ პარტიებს წარმოდგენა აქვთ, რომ სტრასბურგის სასამართლო მეცნიერულ გამოკვლევას დაგვიწერს, ეს მცდარი წარმოდგენააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები