პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე - მცდელობაა, სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს - ცდილობენ, დემაგოგიის გზით ფონს გავიდნენ

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძე ოპოზიციას ადანაშაულებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესის ტელედებატებსა და შოუში გადაზრდას ცდილობს.

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე - მცდელობაა, სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს - ცდილობენ, დემაგოგიის გზით ფონს გავიდნენ
ინტერპრესნიუსი

მცდელობა არის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი სხდომის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ გორდულაძის თქმით, მოპასუხე პარტიებმა იციან, რომ სამართლებრივად არავითარი გამართლება არ აქვს მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს და ახლა ცდილობენ მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიის გზით როგორმე ფონს გავიდნენ.

„დღეს არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლები ისევ თავისას აგრძელებენ. მცდელობა არის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს. იციან, რომ სამართლებრივად არავითარი გამართლება არ აქვს მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს და ახლა ცდილობენ, მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიის გზით როგორმე ფონს გავიდნენ. მათ შორის ისეთ სამართლებრივად აბსურდულ საკითხებსაც კი აყენებდნენ, მაგალითად ნიკა გვარამია დღეს მოუწოდებდა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი დღესვე მიეღო და გადაეწყვიტა. ასეთი რამ, არა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, არამედ საერთო სასამართლოებში და ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არავის არ უცდია. როდესაც საკონსტიტუციო პარტიებს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ ან სამართლებრივი ნონსენს მოიშველიებენ ხოლმე მაშველ რგოლად, ან დავალების მიმცემ ქმედებებს მოიშველიებენ ხოლმე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლები ისევ თავისას აგრძელებენ. მცდელობა არის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს. იციან, რომ სამართლებრივად არავითარი გამართლება არ აქვს მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს და ახლა ცდილობენ, მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიის გზით როგორმე ფონს გავიდნენ. მათ შორის ისეთ სამართლებრივად აბსურდულ საკითხებსაც კი აყენებდნენ, მაგალითად ნიკა გვარამია დღეს მოუწოდებდა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი დღესვე მიეღო და გადაეწყვიტა. ასეთი რამ, არა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, არამედ საერთო სასამართლოებში და ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არავის არ უცდია. როდესაც საკონსტიტუციო პარტიებს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ ან სამართლებრივი ნონსენს მოიშველიებენ ხოლმე მაშველ რგოლად, ან დავალების მიმცემ ქმედებებს მოიშველიებენ ხოლმე“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები