პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული განცხადებები უსაფუძვლო იყო. მათ დღემდე ვალად აქვთ ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2-ისა” და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო”

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლორუსთავი 2

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოელი ოფიციალური პირების განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა. მისი თქმით, მათ დღემდე ვალად აქვთ ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიასა და „რუსთავი 2-ის“ საქმეებზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო.

შალვა პაპუაშვილი: “არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული განცხადებები უსაფუძვლო იყო. მათ დღემდე ვალად აქვთ ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2-ისა” და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო”
POSTV

“შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

“ყველას შევახსენებ: ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს.

ამასთან, ასეთი განცხადებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლისა და მუქარის მცდელობაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.

იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ.

ყველას შევახსენებ: არაერთხელ დადასტურებულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული განცხადებები უსაფუძვლო იყო.

ამ უცხოელ ოფიციალურ პირებს დღემდე ვალად აქვთ საქართველოსა და ქართული სასამართლოს წინაშე ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2-ისა” და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო.

ამიტომ ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს“, – წერს პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ვალად აქვთ ბოდიშის სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, "რუსთავი 2"-ის და მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – სტრასბურგმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან ზედაპირული განცხადებები უსაფუძვლო იყო, დღემდე ვალად აქვთ ბოდიში მრავალი საქმის გამო
  3. ფორმულაოპოზიციურიპაპუაშვილი: შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: “მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც მისი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში – როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, ვხედავთ, თუ რა გააფთრებული ზეწოლაა საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები