ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაპუაშვილი: შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლორუსთავი 2

შალვა პაპუაშვილი შემაშფოთებელს უწოდებს უცხოელი ოფიციალური პირების განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე და მათ სასამართლოზე ზეწოლასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

პაპუაშვილი: შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით
პაპუაშვილი: შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებითფორმულა

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შემაშფოთებელს უწოდებს საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებას ქართული ოცნების მიერ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, "ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს".

"შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.

ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს.

ამასთან, ასეთი განცხადები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.

იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ.

ყველას შევახსენებ, არაერთხელ დადასტურებულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ამ უცხოელ ოფიციალურ პირებს დღემდე ვალად აქვთ საქართველოსა და ქართული სასამართლოს წინაშე ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2“-ის და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო.

ამიტომ ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს", - წერს ის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს“
„შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით. ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს. ამასთან, ასეთი განცხადები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა. იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ. ყველას შევახსენებ, არაერთხელ დადასტურებულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ამ უცხოელ ოფიციალურ პირებს დღემდე ვალად აქვთ საქართველოსა და ქართული სასამართლოს წინაშე ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2“-ის და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო. ამიტომ ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე - ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან უცხოური აგენტურა დაკავებული იყო ხალხის ნების ჩანაცვლებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები