პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადების შესახებ: “ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება”

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა მტრული აქტია და ამ განცხადებებს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში მათი ანტიკონსტიტუციურობის დასადასტურებლად გამოიყენებს.

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადების შესახებ: “ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება”
POSTV

“უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს სანქცია, ნონ გრატა თუ ასე შემდეგ, არის მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება, როგორც დასტური, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ საქართველოს სუვერენიტეტის, ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ.

ეს ხალხი ისტორიულად გვახსენებს ადამიანებს, რომელთაგან ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ზოგი – ისპაჰანში, ზოგი – პეტროგრადში, ხან – საბჭოთა მოსკოვში – იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეთხოვათ ჯარის შეკრება და გამოგზავნა, რათა ხელისუფლება შეეცვალათ. ასე იქცეოდნენ ის მოღალატეებიც საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნების ჯარს და რეაქციას კრეფდნენ.

ახლაც ასე იქცევიან – ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, რომ საქართველოზე ცეცხლი გამოიწვიონ – მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება რაკეტებით თუ ეს იქნება სანქციებით.

ეს არის მტრული პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ჩართულია ამაში მოწოდებით, დახმარებით ან სხვა სახით, არის ჩართული საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნონოსთვის: ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამი, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებაზე იზრუნებდა.

გვარამია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ მსჯელობის იანვრამდე გადადება დიდი შეცდომაა, ვინაიდან “ქართული ოცნება” ნებისმიერ დათმობას სისუსტედ მიიჩნევს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს ითხოვს, ეს ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან - შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუშვილი – რადიკალური ოპოზიცია როცა ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, ეს გამოგვადგება საკონსტიტუციო სასამართლოში
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ეს ხალხი ჩვენ გვახსენებს სხვებს ისტორიულად, როდესაც ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ხან საბჭოთა მოსკოვში, რომ ჯარის გამოგზავნა ეთხოვათ - ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, რომ ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს სანქცია, ნონ გრატა თუ ასე შემდეგ, არის მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ: “ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებებს დღის წესრიგი”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები