შალვა პაპუაშვილი: “მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც მისი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში – როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, ვხედავთ, თუ რა გააფთრებული ზეწოლაა საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოზე გააფთრებული ზეწოლაა მხოლოდ იმიტომ, რომ დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რათა გადაწყდეს, ვინ არის ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური.

“მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც მისი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში – როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, ვხედავთ, თუ რა გააფთრებული ზეწოლაა საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„მაშინ საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, რომ აეცილებინა საქართველოსთვის ის ზიანი, რომელიც შეიძლებოდა ამ გარე თავდასხმებს მოჰყოლოდა, და მაშინ სულ სხვა ინსტრუმენტები ჰქონდათ გარე აქტორებსა და კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ მფარველებს.
თავს მოახვიეს საქართველოს ე.წ. კოჰაბიტაცია; თავს მოგვახვიეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ჰყოლოდათ საკუთარ თანამდებობაზე და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა პროცესი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მაშინ რომ შეეტანა სარჩელი ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
14 წლის განმავლობაში, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ უამრავჯერ მიეცა შანსი, დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ კალაპოტში და 14 წელი ისინი მუდმივად იყვნენ კონსტიტუციის მიღმა. მათ არათუ 2012 წლის შემდეგ არჩევნები არ აღიარეს, 2012 წლის არჩევნებიც არ აღიარეს. მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიან გადაბარებას არ აპირებდა. მასზე ზეწოლა მოახდინა ორმა სენატორმა – შაჰინმა და რიშმა, რომლებიც მისი პირდაპირი მფარველები და ინსტრუქტორები იყვნენ. შევიდნენ მასთან კაბინეტში და უთხრეს: “გარეთ ხალხი გადაგივლის, თუკი არ აღიარებ შენს მარცხს”.
წლიდან წლამდე, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ რამდენი შანსიც მიეცა, არცერთი გამოიყენეს, დარჩნენ კონსტიტუციის მიღმა და ახლა დადგა მომენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ შორის ვინ არის ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მაშინ, როდესაც საქართველო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც მისი დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში არ ყოფილა საკუთარ გადაწყვეტილებებში – როგორც ხალხი, ისე მისი არჩეული ხელისუფლება, ვხედავთ, თუ რა გააფთრებული ზეწოლაა საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…