თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხების გაფორმებას ითხოვს
პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს და ადასტურებს, რომ სოციალური ქსელით ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს დაემუქრა.

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. მისი თქმით, ქვეყნისთვის იმდენი დამსახურება აქვს, რომ დაუკმაყოფილდეს ეს მოთხოვნა
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ნამდვილად დაემუქრა TV-იმედის იმ შვიდ თანამშრომელს, რომლებმაც რესტორან ,,სხვაში’’ მას და მის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენეს.
ელიზბარაშვილის თქმით, 7-ივე მათგან მისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.
ბატონო გამომძიებელო. ბატონო პროკურორო. თქვენ მედავებით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, მუქარას. ჩემი 31 აგვისტოს ფეისბუქ ლაივი ვინც ნახა ეს ბრალდება სადავო არც არის. იმ ლაივში პირდაპირ დავემუქრე TV-იმედის იმ შვიდ თანამშრომელს, ვინც 30 აგვისტოს, რესტორან ,,სხვაში’’ მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე…
დიახ, საჯაროდ, ჩემი ფეისბუქ გვერდიდან დავემუქრე TV-იმედის შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი.
მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება.
06.10.2026
გლდანის ციხე
საკანი N53
თამაზ ელიზბარაშვილი,- წერს ელიზბარაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაიმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება - თამაზ ელიზბარაშვილი
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს
,,იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება“ – თამაზ ელიზბარაშვილის წერილი
თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს მუქარას და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…