პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და საბოტაჟისთვის „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დააკავეს

საქართველოს პარლამენტი

პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების მტკიცებით, მან გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პრემიერმა დავით გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს გადასცა, ხოლო რესპონდენტის სიკვდილი შურისძიებით მკვლელობად წარმოაჩინა.

დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და საბოტაჟისთვის „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დააკავეს
BM.GE

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი, დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა განაცხადა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს. იგი გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.

პროკურატურის განმარტებით, ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას საჭიროებს. ამასთან, საზღვრის განსაზღვრისა და მოლაპარაკებების წარმოების ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას აქვს მინიჭებული.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მეზობელ სახელმწიფოსთან შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. აღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს ირაკლი კობახიძის მიერ, ერთპიროვნულად, ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის შესაძლებლობას.

„მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსათვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ, მისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით. აღნიშნული ქმედებით დომენტი ჩუბინიძემ, განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“, - განაცხადა ბექა კვიციანმა.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 15
  1. TV პირველიოპოზიციურისამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია გაზეთ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი, დომენტი, იგივე დიტო ჩუბინიძე
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს
  4. ფორმულაოპოზიციურისაბოტაჟის ბრალდებით ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  5. ალიაოპოზიციურისამშობლოს ღალატის ბრალდებით, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  6. ბათუმელებიოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძეზე გავრცელებული ბრალდებების გამო საბოტაჟის მუხლით დააკავეს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი
  8. POSTVსამთავრობოპროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა
  9. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს
  10. TV პირველიოპოზიციურიადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ემსახურება თუ არა ჩუბინიძის დაკავება ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას
  11. ალიაოპოზიციური“გაქვთ საკმარისი მტკიცებულებები?”– ქარტია პროკურატურას დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
  12. TV პირველიოპოზიციურიდიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
  13. TV პირველიოპოზიციურიჩემი ძმის გაჩუმება სურთ... სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა - დიტო ჩუბინიძის და
  14. ალიაოპოზიციური“სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა” – დიტო ჩუბინიძის და
  15. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„სამშობლოს ღალატისთვის“ დღეს პატრიოტები იდევნებიან - დიტო ჩუბინიძე „გაკვირვებულია“ წაყენებული ბრალდებით
  16. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს - მედიის ადვოკატირების კოალიცია დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
  17. ფორმულაოპოზიციური„37 წელშიც კი არ ყოფილა ასეთი რამ“ — ნიკოლოზ მჟავანაძე დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება
  18. იმედინიუსისამთავრობოგენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელს დიტო ჩუბინიძეს სამშობლოს ღალატის - საბოტაჟის მუხლით ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  19. TV პირველიოპოზიციურიგამომძიებელი "პირველებს" უყვება, რა ამოიღეს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ბინის ჩხრეკისას
  20. რუსთავი 2სამთავრობოდაკავება საბოტაჟის ბრალდებით - როგორ ცდილობდა დიტო ჩუბინიძე საზოგადოების აზრით მანიპულაციას დავით გარეჯისა და ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თემებით
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე: ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას. უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები