ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე: ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას. უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშე

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვის დაკვეთას ასრულებს „ასავალ-დასავალი“ დავით გარეჯის საკითხზე. პროკურატურამ გაზეთის წარმომადგენელი დომენტი ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.

ლევან მაჭავარიანი დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე: ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას. უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშე
ლევან მაჭავარიანი დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე: ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას. უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშეიმედინიუსი

გამოძიებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თუ ვის დაკვეთას ასრულებს ეს შავბნელი „ასავალ-დასავალი“, როდესაც თვეების განმავლობაში ეწევიან კამპანიას, თითქოს ხელისუფლებამ დავით გარეჯი გაყიდა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი ჩუბინიძის დაკავების ფაქტს.

„ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას. უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშე. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას. უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშე. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები