პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაკავება საბოტაჟის ბრალდებით - როგორ ცდილობდა დიტო ჩუბინიძე საზოგადოების აზრით მანიპულაციას დავით გარეჯისა და ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თემებით

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

სამართალდამცველებმა საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დიტო ჩუბინიძე დააკავეს, რომელსაც პროკურატურა დავით გარეჯისა და ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თემებზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

სამშობლოს ღალატი, კერძოდ საბოტაჟი - ამ უმძიმესი ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე, ტყუილსა და დეზინფორმაციული კამპანიის გავრცელებაში, ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ამხილა.

პროკურატურის ინფორმაციით, გაზეთ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი ბოლო 9 თვის განმავლობაში სისტემატურად ავრცელებდა ყალბ ცნობებს, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა. ჩუბინიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ არა სამართლებრივ მტკიცებულებებს, არამედ გამოგონილ ცნობებს ეფუძნება, ეს პროკურატურის თქმით, უტყუარად დადასტურდა. საგამოძიებო მოქმედებებით გაირკვა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენის და საკითხზე მოლაპარაკებების ექსკლუზიური უფლებამოსილება, არა პრემიერ მინისტრს, არამედ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას აქვს.

დიტო ჩუბინიძე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ვანის რაიონში საცხოვრებელ სახლში დააკავეს, შემდეგ კი დიღმის მთავარ სამმართველოში გადმოიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს, ის დანაშაულს არ აღიარებს.

გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ დიტო ჩუბინიძემ არაერთხელ სცადა ლაზარე ჯორბენაძის უკვე დადასტურებული თვითმკვლელობის ფაქტის, მკვლელობად გასაღება. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული ავითარებდა გამოგონილ ვერსიას, თითქოს ჯორბენაძე შურისძიების ნიადაგზე მოკლეს, რადგან ის სახელმწიფო ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით მამხილებელ ინფორმაციას ფლობდა.

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გარდაცვლილ ჯორბენაძეს რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ამას მედიაში გავრცელებული დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუს აუდიო ვერსია ადასტურებს. ჩანაწერით ირკვევა, რომ ჯორბენაძე, არ ფლობდა დოკუმენტს ან კონკრეტულ მტკიცებულებას, რომლითაც მთავრობის მიერ ტერიტორიების გასხვისება დადასტურდებოდა.

რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას. პროკურატურის ინფორმაციით ეს ფაქტი უტყუარად დასტურდება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებითაც.

სისხლის სამართლის საქმეში დევს, გამოძიების ფარგლებში გამოკითხული ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის ჩვენება, სადაც ხათუნა სირაძე დეტალურად აღწერს თვითმკვლელობის ფაქტს და დანაშაულს გამორიცხავს. ამის მიუხედავად, ჯორბენაძის თვითმკვლელობა ეჭვქვეშ დააყენა დიტო ჩუბინიძემ, ასევე კორუფციაში მხილებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოპოზიციის არაერთმა წევრმა, რომლებმაც სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყეს.

საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 პირი გამოკითხა, თუმცა გამოძიებისთვის არც ერთ მათგანს, მათ შორის არც დიტო ჩუბინიძეს და არც ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი მტკიცებულება ან ინფორმაცია ჯორბენაძის თვითმკვლელობაზე არ მიუწოდებიათ.

მტკიცებულებების გარეშე, აბსურდული ბრალდებებით სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობა - ასე აფასებენ მმართველი გუნდის ლიდერები, დიტო ჩუბინიძის მიერ არაერთხელ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას. ქართულ ოცნების წევრების თქმით, გამოძიებამ ახლა ის უნდა დაადგინოს, თუ ვინ დგას დიტო ჩუბინიძის უკან და ასრულებდა თუ არა დაკავებული ვინმეს დავალებებს.

სამშობლოს ღალატის საბოტაჟის ფაქტზე დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 16
  1. TV პირველიოპოზიციურისამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია გაზეთ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი, დომენტი, იგივე დიტო ჩუბინიძე
  3. BM.GEოპოზიციურიდავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და საბოტაჟისთვის „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დააკავეს
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს
  5. ფორმულაოპოზიციურისაბოტაჟის ბრალდებით ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  6. ალიაოპოზიციურისამშობლოს ღალატის ბრალდებით, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  7. ბათუმელებიოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძეზე გავრცელებული ბრალდებების გამო საბოტაჟის მუხლით დააკავეს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი
  9. POSTVსამთავრობოპროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა
  10. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს
  11. TV პირველიოპოზიციურიადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ემსახურება თუ არა ჩუბინიძის დაკავება ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას
  12. ალიაოპოზიციური“გაქვთ საკმარისი მტკიცებულებები?”– ქარტია პროკურატურას დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
  13. TV პირველიოპოზიციურიდიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
  14. TV პირველიოპოზიციურიჩემი ძმის გაჩუმება სურთ... სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა - დიტო ჩუბინიძის და
  15. ალიაოპოზიციური“სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა” – დიტო ჩუბინიძის და
  16. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„სამშობლოს ღალატისთვის“ დღეს პატრიოტები იდევნებიან - დიტო ჩუბინიძე „გაკვირვებულია“ წაყენებული ბრალდებით
  17. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს - მედიის ადვოკატირების კოალიცია დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
  18. ფორმულაოპოზიციური„37 წელშიც კი არ ყოფილა ასეთი რამ“ — ნიკოლოზ მჟავანაძე დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება
  19. იმედინიუსისამთავრობოგენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელს დიტო ჩუბინიძეს სამშობლოს ღალატის - საბოტაჟის მუხლით ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  20. TV პირველიოპოზიციურიგამომძიებელი "პირველებს" უყვება, რა ამოიღეს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ბინის ჩხრეკისას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები