პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს

საქართველოს პროკურატურასაქართველოს პარლამენტი

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელ დიტო ჩუბინიძეს დავით გარეჯის თემით მანიპულირებისა და საბოტაჟისთვის სამშობლოს ღალატის ბრალდება წარედგინა, რაც მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტზე დარტყმა იყო.

გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს
რუსთავი 2

ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა გაზეთ "ასავალ-დასავალისა" და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ბინძური კამპანია. გარკვეული პირები საზოგადოების მოტყუებასა და დავით გარეჯის თემით მანიპულირებას ცდილობდნენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელ სახელმწიფოსთან საიდუმლო გარიგება დადო, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე „ასავალ დასავალის“ წარმომადგენლის დიტო ჩუბინიძის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ "ასავალ - დასავალის" გავრცელებული ინფორმაცია არ იყო, უბრალოდ მედია-სკანდალი - ეს იყო მიზანმიმართული საბოტაჟი, რომელმაც დააზიანა დელიმიტაციის პროცესი და სახელმწიფო უწყებების მუშაობა. სწორედ ამიტომ წარედგინა დიტო ჩუბინიძეს ბრალი სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის - საქართველო საკუთარ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს და აგენტების თავგასულობას ლაგამი ამოედება.

„სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო (დომენტი) ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს.

ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა გაზეთ "ასავალ-დასავალისა" და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ბინძური კამპანია. გარკვეული პირები საზოგადოების მოტყუებასა და დავით გარეჯის თემით მანიპულირებას ცდილობდნენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელ სახელმწიფოსთან საიდუმლო გარიგება დადო. რეალური აღქმის შესაქმნელად იქამდეც კი მივიდნენ, რომ ადამიანის გარდაცვალებაც კი საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს.

დღეს პროკურატურის გამოძიებამ წერტილი დაუსვა ამ აბსურდს:

საზღვრის დადგენის პროცესი მკაცრად რეგულირდება კანონით, საჭიროებს პარლამენტის რატიფიკაციას და ექსკლუზიურად სადელიმიტაციო კომისიის უფლებამოსილებაა, სადაც შეთანხმება მიღწეული არც არის. შესაბამისად, ყოველგვარი ბრალდება პრემიერ-მინისტრის მიერ ტერიტორიების გადაცემაზე სამართლებრივადაც და თეორიულადაც სრული სიცრუეა.

ეს არ ყოფილა უბრალოდ მედია-სკანდალი — ეს იყო მიზანმიმართული საბოტაჟი, რომელმაც დააზიანა დელიმიტაციის პროცესი და სახელმწიფო უწყებების მუშაობა. სწორედ ამიტომ წარედგინა დიტო (დომენტი) ჩუბინიძეს ბრალი სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით.

ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის გათვალისწინებით, საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს, თუმცა ფაქტი ერთია: ეს იყო დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე. ბოლომდე უნდა გამოაშკარავდეს ამ კამპანიის უკან მდგომი ყველა პოლიტიკური თუ აგენტურული ძალა.

ეს კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის -საქართველო საკუთარ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს და აგენტების თავგასულობას ლაგამი ამოედება.“ - წერს აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 16
  1. TV პირველიოპოზიციურისამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია გაზეთ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი, დომენტი, იგივე დიტო ჩუბინიძე
  3. BM.GEოპოზიციურიდავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და საბოტაჟისთვის „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დააკავეს
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს
  5. ფორმულაოპოზიციურისაბოტაჟის ბრალდებით ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  6. ალიაოპოზიციურისამშობლოს ღალატის ბრალდებით, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  7. ბათუმელებიოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძეზე გავრცელებული ბრალდებების გამო საბოტაჟის მუხლით დააკავეს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი
  9. POSTVსამთავრობოპროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა
  10. TV პირველიოპოზიციურიადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ემსახურება თუ არა ჩუბინიძის დაკავება ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას
  11. ალიაოპოზიციური“გაქვთ საკმარისი მტკიცებულებები?”– ქარტია პროკურატურას დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
  12. TV პირველიოპოზიციურიდიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
  13. TV პირველიოპოზიციურიჩემი ძმის გაჩუმება სურთ... სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა - დიტო ჩუბინიძის და
  14. ალიაოპოზიციური“სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა” – დიტო ჩუბინიძის და
  15. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„სამშობლოს ღალატისთვის“ დღეს პატრიოტები იდევნებიან - დიტო ჩუბინიძე „გაკვირვებულია“ წაყენებული ბრალდებით
  16. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს - მედიის ადვოკატირების კოალიცია დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
  17. ფორმულაოპოზიციური„37 წელშიც კი არ ყოფილა ასეთი რამ“ — ნიკოლოზ მჟავანაძე დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება
  18. იმედინიუსისამთავრობოგენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელს დიტო ჩუბინიძეს სამშობლოს ღალატის - საბოტაჟის მუხლით ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  19. TV პირველიოპოზიციურიგამომძიებელი "პირველებს" უყვება, რა ამოიღეს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ბინის ჩხრეკისას
  20. რუსთავი 2სამთავრობოდაკავება საბოტაჟის ბრალდებით - როგორ ცდილობდა დიტო ჩუბინიძე საზოგადოების აზრით მანიპულაციას დავით გარეჯისა და ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თემებით
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
უმძიმესი ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე პატიმრობაში რჩება - ქვეყნის ღალატსა და საბოტაჟში მხილებული დანაშაულს არ აღიარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები