კი, მე დავემუქრე იმ შვიდ ახალგაზრდას, ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს - თამაზ ელიზბარაშვილი
თამაზ ელიზბარაშვილს 50 000-ლარიანი ჯარიმისა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და დარბაზიდან გათავისუფლდა. მან ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლების მიმართ მუქარა აღიარა.

50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი - თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით პროკურატურას თავად მიმართა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ელიზბარაშვილს ბრალი წაყენებული აქვს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლით.
"კი, მე დავემუქრე იმ შვიდ ახალგაზრდას, ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს. ვუთხარი, მეუღლეს დავტოვებ-მეთქი, წავედი, მეუღლე დავტოვე და ჩავედი, მაგრამ იქ არ დამხვდა არცერთი და, ნუ, შეეშინდათ ჩემი", - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„კი, მე დავემუქრე იმ შვიდ ახალგაზრდას, ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს. ვუთხარი, მეუღლეს დავტოვებ-მეთქი, წავედი, მეუღლე დავტოვე და ჩავედი, მაგრამ იქ არ დამხვდა არცერთი და, ნუ, შეეშინდათ ჩემი“
„თანამშრომლებს. ვუთხარი, მეუღლეს დავტოვებ-მეთქი, წავედი, მეუღლე დავტოვე და ჩავედი, მაგრამ იქ არ დამხვდა არცერთი და, ნუ, შეეშინდათ ჩემი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…