პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციომ სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმეებად მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა სააკაშვილისა და ხაბეიშვილის მოწმეებად მიყვანაზე, რასაც პარტია პოლიტიკური ძალების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვისას ითხოვდა.

საკონსტიტუციომ სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმეებად მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ალია

მოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის და ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე მოწმედ მიყვანას ენმ ითხოვდა.

ჟურნალისტ, ზურაბ ვარდიაშვილის, ცნობით, მოსამართლემ სააკაშვილზე საუბრისას, თქვა ფრაზა:

“გვესმის, რომ მას გარკვეული შემხებლობა აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ…” –

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიპლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა
  2. TV პირველიოპოზიციურიმოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია - მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა პლენუმმა არ დააკმაყოფილა - მხარემ ვერ დაასაბუთა, რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შემხებლობა ამის საფუძველი ვერ გახდება
  4. პირველი არხისამთავრობორევაზ ნადარაია – გაუგებარია, რა გარემოებების დადგენაში უნდა დაეხმაროს სასამართლოს სააკაშვილის და ხაბეიშვილის სხდომაზე დასწრება, პლენუმმა საქმეზე რაიმე შემხებლობა თეორიულ დონეზეც ვერ დაინახა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა - საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვაზე პირველი სხდომა ჩატარდა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები