ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოკოალიცია ცვლილებისთვისფედერალისტებიგახარია საქართველოსთვისქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოწმედ მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განცხადებით, ვერ დასაბუთდა, რა გარემოებებს დაადასტურებდნენ ისინი სასამართლოში გამოცხადებისას.

პლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა
პლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვაფორმულა

ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ნაციონალურმა მოძრაობამ მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლეთა პლენუმმა ადგილზევე მოითათბირა და განაცხადა, რომ ამ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ "აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს გამომდინარე იქიდან, რომ ვერ დასაბუთდა, რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები მათი სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში".

მანამდე, მოსამართლეებმა პლენუმის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

სხდომაზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოსამართლეთა კოლეგიის სრული შემადგენლობის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ლელო - ძლიერმა საქართველომ კი - 3 მოსამართლის.

***

ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო.

საუბარია შემდეგ პარტიებზე: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელო - ძლიერი საქართველო, ფედერალისტები და გახარია - საქართველოსთვის.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს ქართული ოცნების პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს.

88 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს:

ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას;

ამ პარტიების აკრძალვას;

მათი რეგისტრაციის გაუქმებას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს გამომდინარე იქიდან, რომ ვერ დასაბუთდა, რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები მათი სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში“
რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამართლიანი იქნება, თუ სააკაშვილს ოპოზიციის აკრძალვის პროცესს არ დაასწრებენ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები