ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასწრებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ბათუმში ჩაყვანას ითხოვს, რათა, მისი მტკიცებით, სასამართლო და მისი პატრონი „ისტორიულ ღალატში“ ამხილოს.

სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასწრებას ითხოვს
სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასწრებას ითხოვსრადიო თავისუფლება

სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ეხება.

„ვინაიდან ბათუმში ძირითადად მე მასამართლებენ, ვითხოვ ჩემს ჩაყვანას, რათა ბოლომდე ვამხილო ეს ე.წ. სასამართლო და მისი პატრონი ისტორიულ ღალატში.

თუ არ ჩამიყვანთ, მაგრად გეშინიათ ჩემი სიმართლის და აღიარებთ თქვენს სულ გაფარჩაკებას“, - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასწრების მიზნით ბათუმში გადაყვანა მოითხოვა პატიმრობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმაც.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერსაა დანიშნული.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. სასამართლოს ვებგვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული საოქმო ჩანაწერის თანახმად, საქმეს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.

სარჩელი „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატმა 24 სექტემბერს შეიტანა. ისინი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ:

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“;

„კოალიცია ცვლილებისთვის“;

„ძლიერი საქართველო - ლელო“;

„ფედერალისტები“;

„გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვე, 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს.

8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ. ევროპარლამენტარების ნაწილმა „ქართული ოცნება“ ერთპარტიული რეჟიმის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვინაიდან ბათუმში ძირითადად მე მასამართლებენ, ვითხოვ ჩემს ჩაყვანას, რათა ბოლომდე ვამხილო ეს ე.წ. სასამართლო და მისი პატრონი ისტორიულ ღალატში. თუ არ ჩამიყვანთ, მაგრად გეშინიათ ჩემი სიმართლის და აღიარებთ თქვენს სულ გაფარჩაკებას“
სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები