მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სხდომის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განცხადებით, მხარემ ვერ დაასაბუთა, რა გარემოებებს დაადასტურებდნენ ისინი სასამართლოში.

„მთელი კონსტიტუციური სარჩელი ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც ქალბატონმა [თეა] წულუკიანმა გამოიძახა პარლამენტში [დროებითი კომისიის სხდომაზე] - იქ ჰქონდათ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი, როცა მოწმეს უჭირდა, ქალბატონი წულუკიანი აწვდიდა აზრებს ან აძლევდა მიმართულებას. ზოგი ირიბი მოწმე იყო, საერთოდ არ იყო იმ ადგილზე, არ იყო ინფორმირებული - მაგრამ ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა საკონსტიტუციო სარჩელი...
[„ნაციონალური მოძრაობის“] ამ ხუთ წარმომადგენელს არ გააჩნია პირველადი ცოდნა ფაქტებთან დაკავშირებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით - ეს ცოდნა გააჩნია მიხეილს სააკაშვილს.
თუ სასამართლოს სურს, უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მინიმუმ 139 მოწმის საპირწონედ 1 ან 2 მოწმის გამოკითხვის საშუალება უნდა მისცეს მხარეს“, - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.
ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის ავტორი „ქართული ოცნება“.
„აქ წარმოჩენა იმისა, რომ სრულიად უცხო ადამიანები მოვიდნენ კომისიაზე და რაღაც ილაპარაკეს, ეს არ არის სწორი. ამაში დარწმუნდებით, როგორც კი ამ დასკვნის სქოლიოში ჩაიხედავთ“, - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა, „ქართული ოცნების“ წევრმა.
პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით.
„[პლენუმი] ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, გამომდინარე იქედან, რომ შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ, სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.
პლენუმმა დღევანდელ, 21 ოქტომბრის, სხდომაზე ასევე არ დააკმაყოფილა რამდენიმე მოთხოვნა:
მოსამართლეების აცილების შესახებ;
გიორგი გახარიას პარტიის წინააღმდეგ საქმის ცალკე გამოყოფის შესახებ.
დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა.
საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.
პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულაპლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა
- TV პირველიმოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
- ინტერპრესნიუსირევაზ ნადარაია - მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა პლენუმმა არ დააკმაყოფილა - მხარემ ვერ დაასაბუთა, რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შემხებლობა ამის საფუძველი ვერ გახდება
- პირველი არხირევაზ ნადარაია – გაუგებარია, რა გარემოებების დადგენაში უნდა დაეხმაროს სასამართლოს სააკაშვილის და ხაბეიშვილის სხდომაზე დასწრება, პლენუმმა საქმეზე რაიმე შემხებლობა თეორიულ დონეზეც ვერ დაინახა
- ალიასაკონსტიტუციომ სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმეებად მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ციტატები სტატიიდან
„აქ წარმოჩენა იმისა, რომ სრულიად უცხო ადამიანები მოვიდნენ კომისიაზე და რაღაც ილაპარაკეს, ეს არ არის სწორი. ამაში დარწმუნდებით, როგორც კი ამ დასკვნის სქოლიოში ჩაიხედავთ“
„[პლენუმი] ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, გამომდინარე იქედან, რომ შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ, სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში“
„მთელი კონსტიტუციური სარჩელი ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც ქალბატონმა [თეა] წულუკიანმა გამოიძახა პარლამენტში [დროებითი კომისიის სხდომაზე] - იქ ჰქონდათ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი, როცა მოწმეს უჭირდა, ქალბატონი წულუკიანი აწვდიდა აზრებს ან აძლევდა მიმართულებას. ზოგი ირიბი მოწმე იყო, საერთოდ არ იყო იმ ადგილზე, არ იყო ინფორმირებული - მაგრამ ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა საკონსტიტუციო სარჩელი... [„ნაციონალური მოძრაობის“] ამ ხუთ წარმომადგენელს არ გააჩნია პირველადი ცოდნა ფაქტებთან დაკავშირებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით - ეს ცოდნა გააჩნია მიხეილს სააკაშვილს. თუ სასამართლოს სურს, უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მინიმუმ 139 მოწმის საპირწონედ 1 ან 2 მოწმის გამოკითხვის საშუალება უნდა მისცეს მხარეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.