მოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შესახებ.

მოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის და ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე მოწმედ მიყვანას ენმ ითხოვდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაპლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა
რევაზ ნადარაია - მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა პლენუმმა არ დააკმაყოფილა - მხარემ ვერ დაასაბუთა, რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შემხებლობა ამის საფუძველი ვერ გახდება
რევაზ ნადარაია – გაუგებარია, რა გარემოებების დადგენაში უნდა დაეხმაროს სასამართლოს სააკაშვილის და ხაბეიშვილის სხდომაზე დასწრება, პლენუმმა საქმეზე რაიმე შემხებლობა თეორიულ დონეზეც ვერ დაინახა
საკონსტიტუციომ სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმეებად მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა - საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვაზე პირველი სხდომა ჩატარდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…