პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციის შუამდგომლობა მოსამართლეთა აცილების შესახებ, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მმართველი გუნდის 88 დეპუტატის სარჩელის განხილვისას დაყენდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
TV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ამცნო დარბაზში შეკრებილებს.

აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააყენეს. მათმა ნაწილმა პლენუმის სრული შემადგენლობის, ხოლო ნაწილმა მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის აცილება მოითხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ფორმულაოპოზიციურიპლენუმმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნები სრული შემადგენლობისა და 3 მოსამართლის აცილებაზე
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
  3. ალიაოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  4. Facebookსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციომ სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმეებად მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები