პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ ნადარაია – გაუგებარია, რა გარემოებების დადგენაში უნდა დაეხმაროს სასამართლოს სააკაშვილის და ხაბეიშვილის სხდომაზე დასწრება, პლენუმმა საქმეზე რაიმე შემხებლობა თეორიულ დონეზეც ვერ დაინახა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმედ დასწრებაზე; რევაზ ნადარაიას განცხადებით, საქმესთან მათი შემხებლობა თეორიულ დონეზეც ვერ დაინახეს.

რევაზ ნადარაია – გაუგებარია, რა გარემოებების დადგენაში უნდა დაეხმაროს სასამართლოს სააკაშვილის და ხაბეიშვილის სხდომაზე დასწრება, პლენუმმა საქმეზე რაიმე შემხებლობა თეორიულ დონეზეც ვერ დაინახა
პირველი არხი

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დასწრება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას თქმით, აღნიშნული პირების დასწრების აუცილებლობა არ არსებობს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ადგილზე თათბირით ადგენს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა იმ მტკიცებულებებით, რაც მან მიუთითა, არ დაკმაყოფილდეს. ბუნდოვანია, საერთოდ გაუგებარია, რა გარემოებების დადგენაში უნდა დაეხმაროს სასამართლოს მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით ის მტკიცებულებები, რაზეც მიუთითა ქალბატონმა ანა წითლიძემ. რაიმე შემხებლობა განსახილველ საქმესთან თეორიულ დონეზეც ვერ დავინახეთ. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობა არ კმაყოფილდება“, – განაცხადა ნადარაიამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.

ამავე სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დასწრება მოითხოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიპლენუმმა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებაზე უარი თქვა
  2. TV პირველიოპოზიციურიმოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია - მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა პლენუმმა არ დააკმაყოფილა - მხარემ ვერ დაასაბუთა, რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შემხებლობა ამის საფუძველი ვერ გახდება
  4. ალიაოპოზიციურისაკონსტიტუციომ სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმეებად მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა - საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვაზე პირველი სხდომა ჩატარდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე შესვენება გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები