საკონსტიტუციომ ივანიშვილის მოწმის სტატუსით დაბარებაზე უარი თქვა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მოწმედ დაბარებას ითხოვდა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ "გახარია-საქართველოსთვის" შუამდგომლობის ის ნაწილი არ დააკმაყოფილა, სადაც პარტია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარის, თეა წულუკიანის და მამუკა მდინარაძის მოწმის სახით დაბარებას ითხოვდა.
რაც შეეხება ე.წ. ჩორჩანას საქემზე მტკიცებულებების დართვის ნაწილს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას თქმით, გამცხადებები საქმეს დაერთვება.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათიდან განახლდა.
ბათუმში საქმეზე უკვე მეოთხე სხდომა იმართება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…