ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის შუამდგომლობა, რომელიც მოწმეთა დაკითხვასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას ეხებოდა

საკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა მოწმეების გამოძახებასა და ნაწილობრივ მტკიცებულებების დართვაზე არ დააკმაყოფილა.

მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის შუამდგომლობა, რომელიც მოწმეთა დაკითხვასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას ეხებოდა
მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის შუამდგომლობა, რომელიც მოწმეთა დაკითხვასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას ეხებოდარუსთავი 2

თითქმის ერთი საათია, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის რიგით მე-4-ე შუამდგომლობა, რომელიც მოწმეთა დაკითხვასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას ეხებოდა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.

"ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "გახარია საქართველოსთვის" შუამდგომლობა, N1979 საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს მეხსიერების ბარათზე არსებული ვიდეო ჩანაწერები და სხვადასხვა ინფორმაციული წყაროს ბეჭდური სახით წარმოდგენილი მასალები, რომელთა ელექტრონული მისამართი მითითებულია შუამდგომლობაში.

არ დაკმაყოფილდეს მოპასუხის მხარის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "გახარია საქართველოსთვის" შუამდგომლობა მეხსიერების ბარათზე არსებული დოკუმენტის მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე შუამდგომლობა, მე-9, მე-10 პუნქტებთან დაკავშირებით, მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის თაობაზე. განჩინება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება", - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "გახარია საქართველოსთვის" შუამდგომლობა, N1979 საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს მეხსიერების ბარათზე არსებული ვიდეო ჩანაწერები და სხვადასხვა ინფორმაციული წყაროს ბეჭდური სახით წარმოდგენილი მასალები, რომელთა ელექტრონული მისამართი მითითებულია შუამდგომლობაში. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხის მხარის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "გახარია საქართველოსთვის" შუამდგომლობა მეხსიერების ბარათზე არსებული დოკუმენტის მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე შუამდგომლობა, მე-9, მე-10 პუნქტებთან დაკავშირებით, მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის თაობაზე. განჩინება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება“
რევაზ ნადარაია
„შუამდგომლობა მეხსიერების ბარათზე არსებული დოკუმენტის მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე შუამდგომლობა, მე-9, მე-10 პუნქტებთან დაკავშირებით, მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის თაობაზე. განჩინება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება“
რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"რაც შეეხება საქმის განხილვას და ის, რომ თქვენ პოზიცია ჩამოაყალიბოთ, შუამდგომლობა დააყენოთ, ამაში ხელი არ გეშლებათ" - მოსამართლე რევაზ ნადარაია ოპოზიციასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები