პლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე სხდომების გადადების შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება სხდომაზე რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პლენუმმა თათბირის შედეგად ერთხმად მიიღო.
ნადარაიას თქმით, სხდომის დანიშვნა მხარეს (გახარიას პარტიას) არ აფერხებს.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.
დღე მესამე - საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვსი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".
გუშინ, დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველისაკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება
- ფორმულასაკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას მომდევნო კვირასაც გააგრძელებს
- TV პირველი11 უარი ოპოზიციას - ამ დრომდე, არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის
- ბათუმელებისაკონსტიტუციო მომავალ კვირასაც გააგრძელებს ოპოზიციის აკრძალვაზე სარჩელის განხილვას
- ბათუმელებიოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე
- იმედინიუსისაკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას განაგრძობს - მორიგი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული
- რუსთავი 2საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…