ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისსაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის საფუძველზე 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა განახლდება. პლენუმი ასევე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობაზე.

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდებაTV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, პლენუმი “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვას შეეხება, გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან ფორსირებულ რეჟიმში წავა. ერთი დღე ერთი სხდომა. ასე იქამდე გაგრძელდება ვიდრე მოსამართლეები სათათბიროდ არ გავლენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს 14:00 საათიდან განახლდება
  2. პირველი არხისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დღეს განაახლებს
  3. ალიაოპოზიციური5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები