საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა პროცესზე, სადაც პარლამენტის 88 წევრის სარჩელის საფუძველზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილება.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – აგდაწყვეტილება რამდენიმე წუთიანი თათბირის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ამცნო დარბაზში შეკრებილებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაპლენუმმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნები სრული შემადგენლობისა და 3 მოსამართლის აცილებაზე
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…