პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

საქართველოს მთავრობასაგარეო საქმეთა სამინისტრო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
პირველი არხი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის წარმოება საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალზე გამოცდილი დიპლომატი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის პირველ ივლისს – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს,“ – განაცხადა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 6
  1. ფორმულაოპოზიციურიკობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი წარადგინა
  2. BM.GEოპოზიციურირუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ოფიციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  3. BM.GEოპოზიციურირუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება გიორგი ზურაბაშვილი
  5. TV პირველიოპოზიციურიკობახიძემ რუსეთში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
  6. ალიაოპოზიციურიკობახიძემ რუსეთში სპეციალურ წარმომადგენლად მოქმედი მაღალჩინოსანი დანიშნა
  7. POSTVსამთავრობორუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  8. ბათუმელებიოპოზიციურიკობახიძემ დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში
  9. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას
  10. იმედინიუსისამთავრობორუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: გიორგი ზურაბაშვილი მოქმედებს ფორმალური მანდატის შესაბამისად და იმოქმედებს მომავალშიც, რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი და ეს ბარიერი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციასთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები