ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ოცნება” რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგს და მანდატს ზრდის

ქართული ოცნებაეუთოსაგარეო საქმეთა სამინისტრო

ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა და მის მანდატში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც ჩართო.

“ოცნება” რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგს და მანდატს ზრდის
“ოცნება” რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგს და მანდატს ზრდისნეტგაზეთი

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა და მის ახალ ამოცანად „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც“ დაასახელა.

ამ დრომდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმადგენელი მოსკოვთან არაფორმალურ დიალოგს სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობებზე აწარმოებდა, კონფლიქტის თემა კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განსახილველ საკითხად რჩებოდა.

„რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეითავსებს, რაც არაფორმალური დიალოგის ფორმატში საქართველოს წარმომადგენლობის რანგის აწევაზე მიუთითებს. თუმცა კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთთან ზურაბაშვილი საქართველოს წარმოადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და არა როგორც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

„მისი თხოვნა იყო, რომ პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც გაეგრძელებინა. ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ. რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟენევის დისკუსიები VS პრაღის ფორმატი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. აღნიშნული დისკუსიების ფორმატი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთო-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს მხრიდან. დისკუსიებში ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი წამოიწყო, რომელიც საზოგადოებაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახელითაა ცნობილი, რამეთუ პრაღაში მიმდინარე შეხვედრებში ქართულ მხარეს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე წარმოადგენდა, რუსულს კი — გრიგორი კარასინი. ეს უკანასკნელი ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2019 წლიდან კი — რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი.

აბაშიძის პრაღაში მივლინების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებში განსახილველ საკითხებად, როგორც წესი, სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვა შესაძლო სფეროები იყო მითითებული.

„ზოგადად, ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების საკითხები ჟენევის ფორმატის პრეროგატივაა, მაგრამ იმის გამო, რომ მოლოდინიც იყო, რომ პრაღის ფორმატში დევნილებზეც იქნება საუბარი, ჩემი ინიციატივით, ამ საკითხებს იქ ყოველთვის ვწევდი ხოლმე და ვცდილობდი, ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. ალბათ, თუკი ეს კომუნიკაცია გაგრძელდება, მომავალშიც ასე იქნება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ხდებოდა, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იქნება შეთანხმებული“, — აცხადებდა ზურაბ აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძე, ყოფილი ელჩი რუსეთში, 12 წლის განმავლობაში იკავებდა პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს და ე.წ. პრაღის ფორმატში პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გრიგორი კარასინთან. 2024 წელს ის ჩაანაცვლა გიორგი ქაჯაიამ, რომლის აქტივობებისა და რუსეთთან დიალოგის ფორმატის გაგრძელების შესახებ არაფერია ცნობილი.

მიმდინარე წლის აგვისტოში გაირკვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია — როგორც აღმოჩნდა, 2025 წლის დეკემბრიდან.

რას ემსახურება ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნა?

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პერიოდში აქცენტი შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაზე კეთდებოდა, თუმცა გამოიკვეთა სპეციალური წარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროებაც.

„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია მუშაობდა აქტიურად და კიდევ ერთხელ ჩვენ დავინახეთ საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, დანიშნულიყო ხელახლა სპეციალური წარმომადგენელი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები. ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი; ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, — თქვა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ იგეგმება.

„საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მეტია — ეს არის რუსეთთან ურთიერთობების საგარეო პოლიტიკის მიმართულებად განსაზღვრა და, არ გამიკვირდება, სინქრონიზების მცდელობა. პარტიების აკრძალვის დღეს რუსეთი ორ საჩუქარს იღებს — პარტიების აკრძალვას, და დიპლომატიური წარმომადგენლობის დე ფაქტო აღდგენას“, — მიიჩნევს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი.

მისი შეფასებით, დიპლომატიური ურთიერთობების ფორმალური არარსებობის პირობებში „ქართული ოცნება“ რუსეთთან კავშირებს კულისებს მიღმა, ინსტიტუციური წესრიგის გარეთ ალაგებს.

ჟენევის ფორმატის დასუსტებაზე და პროცესიდან დასავლეთის ჩამოშორებაზე აკეთებს აქცენტს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი სირბილაძე.

„ყოფილი ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატი ხელახლა გაააქტიურა „ქართულმა ოცნებამ“ და მის მანდატს დაუმატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“. ორი ქვეყნის წარმომადგენლები ახლა ამ თემებზე ფორმალურად განსაზღვრულ ფორმატში პირისპირაც ისაუბრებენ. 2012 წელს ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატის მანდატი მკაფიოდ უკავშირდებოდა „სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ“ სფეროებს, ხოლო კონფლიქტის მოგვარების საკითხების განსახილველ ერთადერთ არხად რჩებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო.

პოლიტიკური თარგმანი: ჟენევის ფორმატი ფორმალობად დარჩება, ხოლო დასავლეთი რეალურად ჩამოშორდება პროცესს. ამ საკითხზე რეალური გადაწყვეტილებები რუსეთთან ორმხრივ ფორმატში მიიღება“, — წერს სირბილაძე.

გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნაში სამი რამ არის საგანგაშო უსაფრთხოების ექსპერტის და ყოფილი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით:

„პირველი, ეს არის კონკრეტულად ახალდანიშნული ფიგურა, ბატონი ზურაბაშვილი, რომელიც გამოკვეთილად ანტიდასავლურ რიტორიკას პროპაგანდისტულ არხებზე ავრცელებდა, ისევე როგორც ესაუბრებოდა მაკა ბოჭორიშვილის მიერ დაბარებულ ევროკავშირის ელჩებს, რომელიც სადამსჯელო ღონისძიება იყო.

მეორე და მნიშვნელოვანი არის მისი პირველი მოადგილის რანგის დატოვება მისთვის, რაც აქამდე არასდროს მომხდარა და რაც არაფორმალურ ფორმატებს ფორმალურ დონეს სძენს, რაც არ უნდა თქვას ირაკლი კობახიძემ.

და მესამე და მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ როდესაც კობახიძე საუბრობდა ამ ახალ დანიშვნასთან დაკავშირებით, ის საუბრობდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე და ამ კონტექსტში ჟენევის ფორმატთან ერთად ამ არაფორმალურ ფორმატზე აკეთებდა აქცენტს, რაც არასდროს ყოფილა ამ ფორმატის საგანი, იმიტომ რომ ეს ფორმატი მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს ეხებოდა და არა უსაფრთხოებას“, — აცხადებს აქუბარდია.

ვინ არის გიორგი ზურაბაშვილი?

გიორგი ზურაბაშვილს 2021 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ის 2025 წლის 1-ლი ივლისიდან იკავებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას. მანამდე იყო მინისტრის მოადგილე. 2024 წელს ხელმძღვანელობდა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომდე ზურაბაშვილი ათასწლეულის გამოწვევის ფონდ „საქართველოს“ ხელმძღვანელობდა,

2005-2012 წლებში კი საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო.

ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მისი თხოვნა იყო, რომ პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც გაეგრძელებინა. ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ. რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“
ირაკლი კობახიძე
„ზოგადად, ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების საკითხები ჟენევის ფორმატის პრეროგატივაა, მაგრამ იმის გამო, რომ მოლოდინიც იყო, რომ პრაღის ფორმატში დევნილებზეც იქნება საუბარი, ჩემი ინიციატივით, ამ საკითხებს იქ ყოველთვის ვწევდი ხოლმე და ვცდილობდი, ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. ალბათ, თუკი ეს კომუნიკაცია გაგრძელდება, მომავალშიც ასე იქნება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ხდებოდა, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იქნება შეთანხმებული“
ზურაბ აბაშიძე
„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია მუშაობდა აქტიურად და კიდევ ერთხელ ჩვენ დავინახეთ საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, დანიშნულიყო ხელახლა სპეციალური წარმომადგენელი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები. ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი; ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“
„საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მეტია — ეს არის რუსეთთან ურთიერთობების საგარეო პოლიტიკის მიმართულებად განსაზღვრა და, არ გამიკვირდება, სინქრონიზების მცდელობა. პარტიების აკრძალვის დღეს რუსეთი ორ საჩუქარს იღებს — პარტიების აკრძალვას, და დიპლომატიური წარმომადგენლობის დე ფაქტო აღდგენას“
„ყოფილი ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატი ხელახლა გაააქტიურა „ქართულმა ოცნებამ“ და მის მანდატს დაუმატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“. ორი ქვეყნის წარმომადგენლები ახლა ამ თემებზე ფორმალურად განსაზღვრულ ფორმატში პირისპირაც ისაუბრებენ. 2012 წელს ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატის მანდატი მკაფიოდ უკავშირდებოდა „სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ“ სფეროებს, ხოლო კონფლიქტის მოგვარების საკითხების განსახილველ ერთადერთ არხად რჩებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო. პოლიტიკური თარგმანი: ჟენევის ფორმატი ფორმალობად დარჩება, ხოლო დასავლეთი რეალურად ჩამოშორდება პროცესს. ამ საკითხზე რეალური გადაწყვეტილებები რუსეთთან ორმხრივ ფორმატში მიიღება“
ირაკლი სირბილაძე
„პირველი, ეს არის კონკრეტულად ახალდანიშნული ფიგურა, ბატონი ზურაბაშვილი, რომელიც გამოკვეთილად ანტიდასავლურ რიტორიკას პროპაგანდისტულ არხებზე ავრცელებდა, ისევე როგორც ესაუბრებოდა მაკა ბოჭორიშვილის მიერ დაბარებულ ევროკავშირის ელჩებს, რომელიც სადამსჯელო ღონისძიება იყო. მეორე და მნიშვნელოვანი არის მისი პირველი მოადგილის რანგის დატოვება მისთვის, რაც აქამდე არასდროს მომხდარა და რაც არაფორმალურ ფორმატებს ფორმალურ დონეს სძენს, რაც არ უნდა თქვას ირაკლი კობახიძემ. და მესამე და მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ როდესაც კობახიძე საუბრობდა ამ ახალ დანიშვნასთან დაკავშირებით, ის საუბრობდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე და ამ კონტექსტში ჟენევის ფორმატთან ერთად ამ არაფორმალურ ფორმატზე აკეთებდა აქცენტს, რაც არასდროს ყოფილა ამ ფორმატის საგანი, იმიტომ რომ ეს ფორმატი მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს ეხებოდა და არა უსაფრთხოებას“
თეონა აქუბარდია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე – ბევრი რამ გაკეთდა ალეკო წულაძის ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ, რომ დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები