კობახიძემ დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. ამ დრომდე ზურაბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო და აღნიშნულ პოსტზე გიორგი ქაჯაია შეცვალა.

დღეს, 21 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.
„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას, ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.
გიორგი ზურაბაშვილი არიას გამოცდილი დიპლომატი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი ზურაბაშვილი ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2024 წელს ხელმძღვანელობდა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტს.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი წინა წლებში გიორგი ქაჯაია იყო, თუმცა მან პოსტი დატოვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიაკობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი წარადგინა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ოფიციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება გიორგი ზურაბაშვილი
კობახიძემ რუსეთში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
კობახიძემ რუსეთში სპეციალურ წარმომადგენლად მოქმედი მაღალჩინოსანი დანიშნა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
ირაკლი კობახიძე – გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…