პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხაილ გალუზინი იმედოვნებს, რომ გიორგი ზურაბაშვილს მალე შეხვდება

ქართული ოცნება

რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი საქართველოს პრემიერის ახალ სპეცწარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან უახლოეს შეხვედრას იმედოვნებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპაციის გამო ვერ აღდგება, თუმცა დიალოგი ყველა საკითხზე გაგრძელდება.

მიხაილ გალუზინი იმედოვნებს, რომ გიორგი ზურაბაშვილს მალე შეხვდება
ფორმულა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი იმედოვნებს, რომ სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრას გამართავს.

"იმედი მაქვს, რომ დიახ", - განაცხადა გალუზინმა, როდესაც მას სთხოვეს, დაედასტურებინა ინფორმაცია აღნიშნული კონსულტაციების უახლოეს პერიოდში გამართვის შესახებ.

მანამდე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის პირველი შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინთან, შესაძლოა უახლოეს პერიოდში გაიმართოს.

"რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, ამ ურთიერთობების აღდგენას თავისი ბუნებრივი ბარიერი აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოთა ე.წ. აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენს სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის სპეცწარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება. ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული.

[შეხვედრა] ალბათ ძალიან მალე იქნება, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება, სად იქნება როდის იქნება ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ ინფორმაციას", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ,"ოცნების" პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. იგი პარალელურად საგარეო უწყებაში დაკავებულ თანამდებობასაც შეინარჩუნებს, რაც რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგისა და მანდატის ზრდას გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხაილ გალუზინის განცხადებით, იმედოვნებს, რომ გიორგი ზურაბაშვილს მალე შეხვდება
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ყველა თემაზე იქნება საუბარი” – კობახიძე ზურაბაშვილი/გალუზინის შეხვედრაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები