პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთთან სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ნაწილობრივ ემბარგოს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ქართული პროდუქციის იმპორტის შეზღუდვებს არ უკავშირდება. პრემიერის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ბარიერი არ შეცვლილა და ქვეყნის პოზიციაც უცვლელი რჩება.

რუსეთთან სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ნაწილობრივ ემბარგოს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
BM.GE

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთის მარეგულირებლის მიერ ქართული პროდუქციის ნაწილის იმპორტზე დაწესებულ ბოლოდროინდელ შეზღუდვებს არ უკავშირდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე, გახდა თუ არა მიმდინარე თვეს რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტის აკრძალვა აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი, ირაკლი კობახიძემ უარყოფითად უპასუხა.

"არა. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მუშაობა არის ზოგადად პრიორიტეტული საკითხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამხდარა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთთან რაიმე "ახალი ეტაპის" დაწყებას არ ნიშნავს. მისი თქმით, არსებობს კონკრეტული ამოცანები, რომელთა გადასაჭრელადაც სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა გახდა საჭირო.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები: ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი; ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და იქ გრძელდება მუშაობა, [შვეიცარიის საელჩოში] სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და გადავდგით ეს ნაბიჯი.", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მოსკოვიდან გაკეთებულ განცხადებებზე - დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის თაობაზე - კობახიძემ აღნიშნა, რომ თბილისის პოზიცია უცვლელია.

"დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა".

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლა, რომელსაც ეს თანამდებობა 2024 წლის მარტიდან 2025 წლის დეკემბრამდე ეკავა. ბოლო 10 თვის განმავლობაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: “რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი”
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე: არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციაა, მიზანია, გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები