"გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს" - "ოცნებაში" მანანა კობახიძის გადაწყვეტილებაზე შეფასებები კეთდება
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის სარჩელიდან თვითგანრიდების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ დატოვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს“.
"გაქცული ადმიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს" - ასე პასუხობს "ქართული ოცნება" მანანა კობახიძეს, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა.
ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მანანა კობახიძე პოლიტიკური პარტიის წევრი იყო თუ არა, რადგან როგორც მოსამართლეს მას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე კანონით უნდა ეხელმძღვანელა.
გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს. ყველამ თავის ადგილზე თავისი პროფესიული და მორალური პოზიცია გამოხატოს, აი მაშინ ექნება მის სიტყვას ფასი. მოსამართლე როცა ხდები, შენ მანამდე პოლიტიკური პარტიის წევრი იყავი თუ რაღაცა იყავი, აღარ აქვს მნიშვნელობა. როგორც მოსამართლეს ფიცი გაქვთ დადებული და ვალდებულება გაქვს, კანონის მიხედვით იმოქმედო და მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ თავისი მორალი და სინდისი როგორც კარნახობს მოსამართლეს და კანონი და მისი პროფესიული ალღო რასაც ეუბნება, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არვიცი, უფლებამოსილება ეწურება და თვითონ გააკეთოს მეტი განმარტება. მე ჩემი პოზიცია გითხარით და მას გულში და თავში რა უტრიალებს, მეტს ვეღარ გეტყვით, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
მანანა კობახიძის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დავით მათიკაშვილიც - "ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ მანანა კობახიძე პასუხისმგებლობას გაექცა.
გვაქვს ჩვენ უფლება შევაფასოთ ასე, რომ როდესაც პასუხისმგებლობას გაურბის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ეს მეტყველებს მისი ქცევის შინაარსზე. დანარჩენი, მას ადვოკატად უნდა დარჩენა, კერძო სტრუქტურაში უნდა თუ სად, ეს მისი გადასაწყვეტია და იმ უწყების სადაც დასაქმდება. წიანსწარ დაწერილია სარჩელი, რომელიც შევიდა საკონსტიტუციოში, ამას განიხილავს სასამართლო და გვეცოდინება გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ მოსამართლის მანტია პარტიების აკრძალვის სარჩელის გამო დატოვა. პირველი განმარტება საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა .
კობახიძე საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს თავის პოლიტიკურ წარსულსაც: ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.
საკონსტიტუციო სასამართლო კობახიძემ 13 ოქტომბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. გადადგომის მიზეზად ის სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას ასახელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლებაარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
- TV პირველიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
- ნეტგაზეთიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე
- TV პირველი"უკვე მიღებულია პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება" - იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციოდან წასვლას აფასებენ
- იმედინიუსიმანანა კობახიძე: არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან, ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას
- POSTVმანანა კობახიძე: „არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან; ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.