პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"უკვე მიღებულია პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება" - იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციოდან წასვლას აფასებენ

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოდან წასვლა ადასტურებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კობახიძემ დაადასტურა, რომ მოსამართლის მანტია სწორედ პარტიების აკრძალვის სარჩელზე თვითგანრიდების დაუკმაყოფილებლობის გამო დატოვა.

"უკვე მიღებულია პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება" - იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციოდან წასვლას აფასებენ
TV პირველი

იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოდან წამოსვლას აფასებენ - ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, კობახიძემ ამ გადაწყვეტილებით დაიტოვა გზა, რომ მისი, როგორც იურისტის კარიერაც არ დასრულებულიყო.

ფურცელაძისთვის მოსამართლის საკონსტიტუციოდან ამ ფორმით წამოსვლა დასტურია, რომ უკვე მიღებულია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება, რომელსაც "ოცნება" საკონსტიტუციოს ხელით აპირებს.

გარდა უშუალოდ მოსამართლის კარიერისა, მას არ სურს დასრულდეს, მისი როგორც იურისტის კარიერა. ეს ფაქტობრივად ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ მიღებულია უკვე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებების შემდეგ საქართველო დაუბრუნდება დამოუკიდებამდელ რეალობას, საბჭოთა რეალობას მე ვიტყოდი, სადაც ქვეყანა ერთი პარტიის პრინციპით გაგრძელდება ცხოვრება ქვეყანაში. ბუნებრივია ეს მზიმეა როგროც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და განსაკუთრებით მძიმე უნდა იყოს ეს ყველა იმ მოსამართლისთვის, ვინც ხელს მოაწერს მიღებულ გადწყვეტილებას", - აცხადებს ომარ ფურცელაძე.

მანანა კობახიძის აგდაწყვეტილებას მიესალმება ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზიშვილიც - უფლებადამცველი ამბობს, რომ მოსამართლის საკონსტუიოში დარჩენით კითხვები აუცილებალდ იქნებოდა მის ობიექტურობასთან და მიუკერძოებულებასთან დაკავშირებით.

როგორც იურისტი მივესალმები და ვეთანხმები ამ ადამიანს იმაში, რომ მოსამართლედ დარჩენის შემთხვევაში დარჩებოდა კითხვები მის ობიექტურობასთან და მიუკერძოებულებასთან დაკავშირებით, ამიტომ ამ ადამიანმა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჯერ სცადა თვითაცილება და მერე საერთოდ წამოვიდა საკონსტიტუციო სასამართლოდან. ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერ სფეროში, როცა საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ობიექტურობასთან და მიუკერძოებულებასთან დაკავშირებით, ადამიანებმა ასეთი პრინციპული პოზიცია დააფიქსირონ, როგორც ქალბატონმა მანანამ", - ამბობს ჯაბა კოჭლამაზიშვილი.

მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ მოსამართლის მანტია პარტიების აკრძალვის სარჩელის გამო დატოვა. პირველი განმარტება საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა .

კობახიძე საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს თავის პოლიტიკურ წარსულსაც: ის იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლო კობახიძემ 13 ოქტომბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. გადადგომის მიზეზად ის სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას ასახელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
  2. TV პირველიოპოზიციურიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე
  4. იმედინიუსისამთავრობომანანა კობახიძე: არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან, ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას
  5. TV პირველიოპოზიციური"გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს" - "ოცნებაში" მანანა კობახიძის გადაწყვეტილებაზე შეფასებები კეთდება
  6. POSTVსამთავრობომანანა კობახიძე: „არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან; ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები