პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და ის ადვოკატთა ასოციაციაში დაბრუნებას გეგმავს. მისი წასვლის შემდეგ ცხრაწევრიან სასამართლოში ორი ადგილი ვაკანტური რჩება.

არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
TV პირველი

მანანა კობახიძე არ აპირებს მისი გადაწყვეტილების შეფასებებს პასუხის გასცეს. როგორც მან “რადიო თავისუფლებას “ უთხრა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და მიიჩნევს, რომ სწორად მოიქცა.

"სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი”, - ამბობს ის.

კობახიძე “რადიო თავისუფლებას“ მის უახლოეს გეგმებზეც ესაუბრა და უთხრა, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს:

"სხვათა შორის, ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს - აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა კობახიძემ.

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ წარდგინებით, 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩია. მან ფიცი 15 თებერვალს დადო და ათწლიანი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

კობახიძის წასვლის შემდეგ ცხრაწევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში შვიდი მოსამართლე დარჩა, ორი ადგილი კი ვაკანტურია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე
  3. TV პირველიოპოზიციური"უკვე მიღებულია პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება" - იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციოდან წასვლას აფასებენ
  4. იმედინიუსისამთავრობომანანა კობახიძე: არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან, ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას
  5. TV პირველიოპოზიციური"გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს" - "ოცნებაში" მანანა კობახიძის გადაწყვეტილებაზე შეფასებები კეთდება
  6. POSTVსამთავრობომანანა კობახიძე: „არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან; ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები