მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე შეუწყდა. გადადგომამდე ერთი დღით ადრე მოსამართლეს უარი ეთქვა თვითგანრიდებაზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეში.

მანანა კობახიძეს 13 ოქტომბრიდან, ანუ დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლო ამბობს, რომ ეს „პირადი განცხადების საფუძველზე“ მოხდა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – წერია სასამართლოს განცხადებაში.
გუშინ, 12 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე კობახიძემ „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმიდან“ თვითგანრიდებას ითხოვდა, თუმცა მას უარი უთხრეს.
მანანა კობახიძე აცხადებდა, რომ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი იყო; გარდა ამისა, სხვადასხვა ტრიბუნიდან, საჯაროდ, აქტიურად აკრიტიკებდა №1979 კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარეს და მთავარ ფიგურანტ პარტიას – „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წევრებს (რომელთა ნაწილიც ამჟამად წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს).
იხილეთ:
პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძემ თვითგანრიდება მოითხოვა – მას უარი უთხრეს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიამანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
მანანა კობახიძეს ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება – განცხადება
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა
საკონსტიტუციო სასამართლო: მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
რა ქონებას ფლობს მანანა კობახიძე, რომელმაც საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა|დეკლარაცია
კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რა ხდება საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტიდან წასვლის შემდეგ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…