პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მანანა კობახიძე: „არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან; ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას“

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის განცხადებით, წარსულში პოლიტიკურმა საქმიანობამ და იმ პირების ადვოკატირებამ, ვისი საქმეებიც სარჩელშია წარმოდგენილი, კანონიდან გამომდინარე, მას საქმიდან განრიდება და თანამდებობის დატოვება დაავალა.

მანანა კობახიძე: „არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან; ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას“
POSTV

„პარლამენტის წევრების სარჩელია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ – მმართველი პარტიის წევრია და ამ პარტიის დამფუძნებელი იხილავს საქმეს. რაც არ უნდა ფიცი გქონდეს დადებული, არის თუ არა ობიექტური საფუძველი კითხვის ნიშნების? მე ვფიქრობ, რომ ეს ისეთი საფუძველია… და მხოლოდ შიდა სტანდარტით არ ვხელმძღვანელობ, – საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით – რას ნიშნავს მოსამართლის მიუკერძოებლობის ობიექტური ტესტი. ვფიქრობ, რომ ყველა წინაპირობა იყო საამისოდ“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მანანა კობახიძემ.

„კანონიდან გამომდინარე, მე ასეთი, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ჩავთვალე, რომ მოსამართლის თანამდებობიდან უნდა გადავმდგარიყავი. პრემიერმა განცხადება გააკეთა, – აი ის, რომ პოლიტიკოსი იყო წარსულში, 14 წლის წინო და ის, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, [მოსამართლის თანამდებობიდან გადადგომის] წინაპირობა არ არისო. მე რომ ვიყავი პოლიტიკოსი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რა თქმა უნდა, არ არის მარტო ეს ერთი პირობა. აქ არის კუმულაციურად, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით – ჩემი ადვოკატირება ამ მსხვერპლების, არაერთი მწვავე დისკუსია, პოლიტიკური დებატი, სადაც პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ ამ სისტემური დარღვევებისთვის, კონკრეტული დანაშაულებისთვის მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და საერთოდ უნდა წასულიყვნენ პოლიტიკიდან. ასეთი ტიპის კონტექსტი, ადვოკატირება კონკრეტული პირების, დაზარალებულების, რომელთა საქმეებიც მოტანილია ამ მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პლუს ეს პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, კუმულაციურად შეფასებული, ჩემი მხრიდან, ვფიქრობდი, რომ ზუსტად კანონიდან გამომდინარე, მავალებდა განრიდებას ამ საქმიდან“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
  2. TV პირველიოპოზიციურიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე
  4. TV პირველიოპოზიციური"უკვე მიღებულია პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება" - იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციოდან წასვლას აფასებენ
  5. იმედინიუსისამთავრობომანანა კობახიძე: არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან, ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას
  6. TV პირველიოპოზიციური"გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს" - "ოცნებაში" მანანა კობახიძის გადაწყვეტილებაზე შეფასებები კეთდება
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძემ თვითგანრიდება მოითხოვა – მას უარი უთხრესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები