პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს, რომელმაც მანამდე პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითაცილება მოითხოვა, პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა
BM.GE

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მანანა კობახიძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

კობახიძეს უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება კობახიძის პირადი განცხადების საფუძველზე იქნა მიღებული.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანანა კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა მისი მოთხოვნა აცილების შესახებ. რამდენიმე დღის წინ მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითაცილება ითხოვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ 10 წლით არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 15 თებერვლიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

2018 წლის 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

2021 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

საკონსტიტუციო სასამართლო სულ 9 მოსამართლისგან შედგება (3-ს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3-ს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3-ს ნიშნავს უზენაესი სასამართლო).

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 7
  1. ბათუმელებიოპოზიციურიმანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა
  2. პირველი არხისამთავრობომანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  3. რუსთავი 2სამთავრობომანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა
  4. TV პირველიოპოზიციურიმანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  5. ალიაოპოზიციურიმანანა კობახიძეს ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება – განცხადება
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიმანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა
  8. იმედინიუსისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლო: მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  9. BM.GEოპოზიციურირა ქონებას ფლობს მანანა კობახიძე, რომელმაც საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა|დეკლარაცია
  10. TV პირველიოპოზიციურიკონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რა ხდება საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტიდან წასვლის შემდეგ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები