პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვითაცილების მოთხოვნა მას „სამოსამართლო სინდისმა“ უკარნახა. მან უარყო სპეკულაციები და აღნიშნა, რომ სასამართლოს დატოვების შემდეგ ადვოკატობას უბრუნდება.

არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე
ნეტგაზეთი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ არ სურს მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს.

ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ისაუბრა.

მანანა კობახიძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, საკონსტიტუციო სასამართლო 13 ოქტომბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

თუმცა მანანა კობახიძემ სპეკულაციები უწოდა შეფასებებს, რომ მან თვითაცილების მცდელობითა და შემდეგ, გადადგომით თავი აარიდა დანაშაულში თანამონაწილეობას და განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება და დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო და „არაფერი მეტი“.

მისი თქმით, თვითაცილება იმ ეტაპზე დააყენა, როცა საქმე პლენუმზე გადავიდა და უშუალოდ შეხება მოუწია. როგორც კობახიძე ამბობს, ეს მისმა „შინაგანმა რწმენამ თუ სამოსამართლო სინდისმა“ უკარნახა.

„ეს არის დეპუტატების სარჩელი, მოსარჩელეთა უმრავლესობა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია და თუკი, ამავე პარტიის დამფუძნებელი წევრი, იმავდროულად პირველი თავმჯდომარე განიხილავდა საქმეს – რაც არ უნდა ფიცი ჰქონდეს დადებული, ქმნიდა თუ არა ეს გარემოებები ერთობლიობაში იმგვარ საფუძველს, რაც საზოგადოებაში, ობიექტურ დამკვირვებელში წარმოშობდა კითხვის ნიშნებს?” – აცხადებს მანანა კობახიძე.

ამასთან კითხვას, ოპოზოციური პარტიების აკრძალვა ქვეყანას დააზიანებს თუ არა, მანანა კობახიძე პირდაპირ პასუხს არ სცემს და აცხადებს, რომ სასამართლოდან წამოსვლიდან „ცხელ კვალზე“ მიმდინარე საქმეებზე კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს დატოვების შემდეგ, მანანა კობახიძე ამბობს, რომ ის ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს.

„სხვათა შორის, ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს – აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.

მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
  2. TV პირველიოპოზიციურიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
  3. TV პირველიოპოზიციური"უკვე მიღებულია პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება" - იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციოდან წასვლას აფასებენ
  4. იმედინიუსისამთავრობომანანა კობახიძე: არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან, ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას
  5. TV პირველიოპოზიციური"გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს" - "ოცნებაში" მანანა კობახიძის გადაწყვეტილებაზე შეფასებები კეთდება
  6. POSTVსამთავრობომანანა კობახიძე: „არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან; ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები