მანანა კობახიძე: არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან, ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის თქმით, წარსულში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლობა, ოპოზიციის წინააღმდეგ დებატები და დაზარალებულთა ადვოკატირება კანონით ავალებდა, რომ პარტიების აკრძალვის საქმეს განრიდებოდა და თანამდებობიდან გადამდგარიყო.

პარლამენტის წევრების სარჩელია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ - მმართველი პარტიის წევრია და ამ პარტიის დამფუძნებელი იხილავს საქმეს. რაც არ უნდა ფიცი გქონდეს დადებული, არის თუ არა ობიექტური საფუძველი კითხვის ნიშნების? მე ვფიქრობ, რომ ეს ისეთი საფუძველია და მხოლოდ შიდა სტანდარტით არ ვხელმძღვანელობ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით, რას ნიშნავს მოსამართლის მიუკერძოებლობის ობიექტური ტესტი. მე ვფიქრობ, რომ ყველა წინაპირობა იყო ამისი, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ.
როგორც მან განმარტა, პოლიტიკური წარსული, მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში მოყვანილი დაზარალებული პირების ადვოკატირება და არაერთი მწვავე პოლიტიკური დისკუსია, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხისმგებლობის აღებისა და პოლიტიკიდან წასვლისკენ, ერთობლიობაში ქმნიდა ისეთ გარემოებას, რომელიც კანონიდან გამომდინარე, საქმიდან განრიდებას ავალებდა.
„კანონიდან გამომდინარე, მე ასეთი ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ჩავთვალე, რომ მოსამართლის თანამდებობიდან უნდა გადავმდგარიყავი. პრემიერმა ისეთი განცხადება გააკეთა, აი ის, რომ პოლიტიკოსი იყო წარსულში, 14 წლის წინო და ის, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელიაო, არ არისო [მოსამართლის თანამდებობიდან გადადგომის] წინაპირობაო. მე რომ ვიყავი პოლიტიკოსი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რა თქმა უნდა, არ არის მარტო ეს ერთი პირობა. აქ არის კუმულაციურად მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით - ჩემი ადვოკატირება ამ მსხვერპლების, არაერთი მწვავე დისკუსია, პოლიტიკური დებატი, სადაც პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ ამ სისტემური დარღვევებისთვის, კონკრეტული დანაშაულებისთვის მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და საერთოდ უნდა წასულიყვნენ პოლიტიკიდან. ასეთი ტიპის კონტექსტი, ადვოკატირება კონკრეტული პირების, დაზარალებულების, რომელთა საქმეებიც მოტანილია ამ მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პლუს ეს პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, კუმულაციურად შეფასებული, ჩემი მხრიდან, ვფიქრობდი, რომ ზუსტად კანონიდან გამომდინარე, მავალებდა განრიდებას ამ საქმიდან“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან იწყება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლებაარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
- TV პირველიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
- ნეტგაზეთიარ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძე
- TV პირველი"უკვე მიღებულია პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება" - იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციოდან წასვლას აფასებენ
- TV პირველი"გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს" - "ოცნებაში" მანანა კობახიძის გადაწყვეტილებაზე შეფასებები კეთდება
- POSTVმანანა კობახიძე: „არაერთი პოლიტიკური დებატი, სადაც „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და წასულიყვნენ პოლიტიკიდან; ადვოკატირება კონკრეტული პირების, რომელთა საქმეებიც მოტანილია მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, ვფიქრობდი, რომ კანონიდან გამომდინარე, მავალებდა ამ საქმიდან განრიდებას“
ციტატები სტატიიდან
„კანონიდან გამომდინარე, მე ასეთი ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ჩავთვალე, რომ მოსამართლის თანამდებობიდან უნდა გადავმდგარიყავი. პრემიერმა ისეთი განცხადება გააკეთა, აი ის, რომ პოლიტიკოსი იყო წარსულში, 14 წლის წინო და ის, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელიაო, არ არისო [მოსამართლის თანამდებობიდან გადადგომის] წინაპირობაო. მე რომ ვიყავი პოლიტიკოსი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რა თქმა უნდა, არ არის მარტო ეს ერთი პირობა. აქ არის კუმულაციურად მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით - ჩემი ადვოკატირება ამ მსხვერპლების, არაერთი მწვავე დისკუსია, პოლიტიკური დებატი, სადაც პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ ამ სისტემური დარღვევებისთვის, კონკრეტული დანაშაულებისთვის მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და საერთოდ უნდა წასულიყვნენ პოლიტიკიდან. ასეთი ტიპის კონტექსტი, ადვოკატირება კონკრეტული პირების, დაზარალებულების, რომელთა საქმეებიც მოტანილია ამ მტკიცებულებად დართულ დოკუმენტში და პლუს ეს პოლიტიკური წარსული, ერთობლიობაში, კუმულაციურად შეფასებული, ჩემი მხრიდან, ვფიქრობდი, რომ ზუსტად კანონიდან გამომდინარე, მავალებდა განრიდებას ამ საქმიდან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.