კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რა ხდება საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტიდან წასვლის შემდეგ
მანანა კობახიძის გადადგომის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო 7 მოსამართლით რჩება. კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, რომ სასამართლო ქმედუნარიანია, თუმცა კობახიძის წასვლა პარტიების აკრძალვის საქმესთან და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შეუძლებლობასთანაა დაკავშირებული.

მანანა კობახიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო შვიდი მოსამართლით რჩება. კანონით გათვალისწინებული ცხრა ადგილიდან ორი ვაკანტურია და მათი შევსება პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს. თუმცა „ქართულ ოცნებას“ ახალი მოსამართლეების ასარჩევად საჭირო 90 ხმა არ აქვს. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდ მოსამართლეს მოუწევს. სწორედ ამ ვითარების სამართლებრივ შედეგებზე საუბრობენ კონსტიტუციონალისტები.
ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ შემცირებული შემადგენლობის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ამასთან, კონსტიტუციონალისტი ვარაუდობს, რომ კობახიძეს პარტიების აკრძალვის საქმეზე განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მისცეს, რის გამოც მან თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
სასამართლომ უნდა განიხილოს პარტიების აკრძალვის საქმე. სწორედ ამ მოსამართლეს, ქალბატონ კობახიძეს ჰქონდა მცდელობა, აეცილებინა საკუთარი თავი ამ საქმისგან, თუმცა არ დაუკმაყოფილეს ეს გადაწყვეტილება კოლეგებმა და ის არჩევანის წინაშე იყო: ან უნდა მონაწილეობა მიეღო ამ საქმეში და მხარი დაეჭირა პარტიების გაუქმებისთვის, აქ არავის აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი იქნება და ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს, ან უნდა დაიცვას განსხვავებული აზრი, რისი შესაძებლობაც, როგორც ჩანს, მას არ მისცეს, ან წასულიყო დაკავებული თანამდებობიდან და საბოლოო ჯამში, მან სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლო, მიუხედავად ამისა, ქმედუნარიანია, მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და მე არ ველი, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეიქმნება, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.
კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია კი ვარაუდობს, რომ მანანა კობახიძეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობა და ამ გადაწყვეტილებასთან ასოცირება არ სურდა.
როგორც ჩანს, ქალბატონმა მანანა კობახიძემ, იქიდან გამომდინარე, რომ მას უფლებამოსილების ვადა გასდიოდა 2027 წლის 15 თებერვალს, ამიტომ მან მისი უფლებამოსილების ბოლო პერიოდში ალბათ არ ისურვა, მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში და უკვე ნათელია, რომ ეს პროცესი დაჩქარდება და არ სურდა ალბათ ამასთან ასოცირება, იმიტომ, რომ ძალიან არასასიამოვნოა, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან საერთოდ კავშირის ქონა, იმიტომ, რომ ასეთი რამ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ზოგადად, დემოკრატიისთის წარმოუდგენელია, - ამბობს კოტე ჩოკორაია.
ცნობისთვის, მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მანამდე, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდებას ითხოვდა.
მოსამართლის ეს მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიამანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
მანანა კობახიძეს ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება – განცხადება
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა
საკონსტიტუციო სასამართლო: მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
რა ქონებას ფლობს მანანა კობახიძე, რომელმაც საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა|დეკლარაცია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…