პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი – გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში ინოვაციების ფორუმს უმასპინძლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს უმასპინძლებს.

მარიამ ქვრივიშვილი – გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში ინოვაციების ფორუმს უმასპინძლებს
პირველი არხი

მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს მასპინძლობს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ასევე შეხვედრა გაიმართა ინოვაციურ სტარტაპერებთან.

„მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში მივაღწიეთ შეთანხმებას გენერალურ მდივანთან და საქართველო 2027 წელს აღნიშნულ შენობაში – ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის, რაც წაახალისებს ტურიზმის ცნობადობის ზრდას, წაახალისებს საქართველოში მიმდინარე ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სექტორს, ისევე როგორც დაეხმარება ადგილობრივ სტარტაპერებს, რომ დაამყარონ კონტაქტები საერთაშორისო კომპანიებთან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ასევე საერთაშორისო კომპანიებს უმასპინძლოს, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება იქნება.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა
  2. BM.GEოპოზიციურიUN Tourism-ი 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების პირველ ფორუმს საქართველოში გამართავს | ეკონომიკის სამინისტრო
  3. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს
  4. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარიამ ქვრივიშვილი - გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს
  6. რუსთავი 2სამთავრობოახალი შესაძლებლობები სტარტაპებისთვის - საქართველო 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ქართველიშვილი: „2027 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების პირველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები