პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა გია შუბითიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სასამართლომ გია შუბითიძე 3000 ლარით დააჯარიმა ბიძინა ივანიშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო. სოციალურ ქსელში გამოვლენილ ფაქტზე კომენტარი გააკეთა შსს-ს წარმომადგენელმა სალომე ქირიამ.

სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა გია შუბითიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება
რუსთავი 2

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ჭიათურის სასამართლომ განიხილა შმაგი ღუღუნიშვილის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ანა გელაშვილს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი იმსჯელა პაატა ცხადაძის საქმეზე მან სიძულვილის ენა ლაშა ფარულავას წინააღმდეგ გამოიყენა.

პროცესები იმართება თბილისშიც. სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა გია შუბითიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს.

"გია შუბითიძის მიმართ სამართალდარღვევის საქმის შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი დაიდენტიფიცირდა სოციალური ქსელის მეშვეობით.

შესაბამისად, დადგინდა სავარაუდო დამრღვევი პიროვნების ვინაობა, მოვიძიეთ წერილობითი და ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს სამართალდარღვევის ფაქტს. დღეს სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე, დაადასტურა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი და ბატონი გია შუბითიძის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით,"- აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სალომე ქირია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გია შუბითიძის მიმართ სამართალდარღვევის საქმის შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი დაიდენტიფიცირდა სოციალური ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, დადგინდა სავარაუდო დამრღვევი პიროვნების ვინაობა, მოვიძიეთ წერილობითი და ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს სამართალდარღვევის ფაქტს. დღეს სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე, დაადასტურა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი და ბატონი გია შუბითიძის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით,“
სალომე ქირია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესები გრძელდება - სასამართლომ გიორგი გუგუტიშვილი 500 ლარით დააჯარიმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები