პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ეს ხალხი ჩვენ გვახსენებს სხვებს ისტორიულად, როდესაც ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ხან საბჭოთა მოსკოვში, რომ ჯარის გამოგზავნა ეთხოვათ - ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, რომ ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია სხვა დედაქალაქებში ჩადის და საქართველოს წინააღმდეგ რაკეტების თუ სანქციების გამოწვევას ცდილობს, რასაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში მათი ანტიკონსტიტუციურობის დასტურად გამოიყენებს.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ეს ხალხი ჩვენ გვახსენებს სხვებს ისტორიულად, როდესაც ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ხან საბჭოთა მოსკოვში, რომ ჯარის გამოგზავნა ეთხოვათ - ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, რომ ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე
ინტერპრესნიუსი

ახლაც ესე იქცევიან, ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, რომ ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება რაკეტები, თუ სანქციები, ეს არის მტრული პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე , რომელიც ჩართულია ამაში მოწოდებით, დახმარებით ან სხვა სახით, არის ჩართული საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში

ეს [გვარამიას] განცხადებაც ჩვენ გამოგვადგება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც დასტური იმისა, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ნიკა გვარამიას იმ განცხადებაზე დასმულ შეკითხვას, სადაც გვარამია ამბობს, რომ „სანქციების იანვრამდე გადაწევა უდიდესი შეცდომა იყო“.

პაპუაშვილის შეფასებით, ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს სანქცია, ნონგრატა თუ ა.შ. არის მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს ითხოვს, ის რომ სხვა ქვეყნებიდან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან.

ეს ხალხი ჩვენ გვახსენებს სხვებს ისტორიულად, როდესაც ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ხან ისპაანში მიდიოდა, ხან პეტროგრადში მიდიოდა, ხან საბჭოთა მოსკოვში მიდიოდა იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჯარის შეკრება და გამოგზავნა ეთხოვათ, იმისთვის რომ ხელისუფლება შეეცვალათ. ასე იქცეოდნენ ის მოღალატეები, საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნების ჯარს და რეაქციას კრებდნენ.

ახლაც ესე იქცევიან, ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, რომ ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება რაკეტები, თუ სანქციები, ეს არის მტრული პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე , რომელიც ჩართულია ამაში მოწოდებით, დახმარებით ან სხვა სახით, არის ჩართული საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებაზე იზრუნებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს ითხოვს, ეს ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან - შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუშვილი – რადიკალური ოპოზიცია როცა ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, ეს გამოგვადგება საკონსტიტუციო სასამართლოში
  4. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადების შესახებ: “ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სანქციების იანვრამდე გადაწევა უდიდესი შეცდომა იყო“
ნიკა გვარამია
„ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს ითხოვს, ის რომ სხვა ქვეყნებიდან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ეს ხალხი ჩვენ გვახსენებს სხვებს ისტორიულად, როდესაც ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ხან ისპაანში მიდიოდა, ხან პეტროგრადში მიდიოდა, ხან საბჭოთა მოსკოვში მიდიოდა იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჯარის შეკრება და გამოგზავნა ეთხოვათ, იმისთვის რომ ხელისუფლება შეეცვალათ. ასე იქცეოდნენ ის მოღალატეები, საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნების ჯარს და რეაქციას კრებდნენ. ახლაც ესე იქცევიან, ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, რომ ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება რაკეტები, თუ სანქციები, ეს არის მტრული პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე , რომელიც ჩართულია ამაში მოწოდებით, დახმარებით ან სხვა სახით, არის ჩართული საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც საზოგადოება სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები