ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუშვილი – რადიკალური ოპოზიცია როცა ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, ეს გამოგვადგება საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა მტრული აქტია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური ჯგუფების ანტიკონსტიტუციურობის დასტურად გამოდგება.

შალვა პაპუშვილი – რადიკალური ოპოზიცია როცა ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, ეს გამოგვადგება საკონსტიტუციო სასამართლოში
შალვა პაპუშვილი – რადიკალური ოპოზიცია როცა ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, ეს გამოგვადგება საკონსტიტუციო სასამართლოშიპირველი არხი

რადიკალური ოპოზიცია როცა ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, საქართველოზე თავდასხმას სხვა ქვეყნებიდან, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, ამათი სანქციების იანვრამდე გადაწევა, იყო უდიდესი შეცდომა, ევროკავშირის ელჩის ადგილზე დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი“.

პაპუაშვილის თქმით. ნიკა გვარამიას განცხადებაც გამოდგება დასტურად საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ეს ჯგუფები საქართველოს სუვერენიტეტის, ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებენ.

„უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს სანქცია, ნონგრატა თუ ნებისმიერი მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, საქართველოზე თავდასხმას სხვა ქვეყნებიდან, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ჩვენს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, ეს განცხადებაც გამოგვადგება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც დასტური, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ საქართველოს სუვერენიტეტის, ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ. ეს ხალხი ჩვენ გვახსენებს სხვებს ისტორიულად, როდესაც ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ხან ისპაჰანში, ხან პეტროგრადში, ხან საბჭოთა მოსკოვში, რათა საქართველოს წინააღმდეგ ეთხოვათ ჯარის შეკრება და გამოგზავნა, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. ასე იქცეოდნენ ის მოღალატეები საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნების ჯარს კრეფდნენ. ახლაც ასე იქცევიან, ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე, მნიშვნელობა არა აქვს ეს იქნება რაკეტები თუ სანქციები, ეს არის მტრული პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩართულია ამაში მოწოდებით, დახმარებით ან სხვა სახით, ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, ამათი სანქციების იანვრამდე გადაწევა, იყო უდიდესი შეცდომა, ევროკავშირის ელჩის ადგილზე დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი“
ნიკა გვარამია
„უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს სანქცია, ნონგრატა თუ ნებისმიერი მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, საქართველოზე თავდასხმას სხვა ქვეყნებიდან, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ჩვენს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, ეს განცხადებაც გამოგვადგება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც დასტური, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ საქართველოს სუვერენიტეტის, ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ. ეს ხალხი ჩვენ გვახსენებს სხვებს ისტორიულად, როდესაც ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ხან ისპაჰანში, ხან პეტროგრადში, ხან საბჭოთა მოსკოვში, რათა საქართველოს წინააღმდეგ ეთხოვათ ჯარის შეკრება და გამოგზავნა, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. ასე იქცეოდნენ ის მოღალატეები საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნების ჯარს კრეფდნენ. ახლაც ასე იქცევიან, ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე, მნიშვნელობა არა აქვს ეს იქნება რაკეტები თუ სანქციები, ეს არის მტრული პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩართულია ამაში მოწოდებით, დახმარებით ან სხვა სახით, ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობით, “დემოკრატია გაძლიერდება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები