შალვა პაპუაშვილი:ყველა ვინც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ აიღო ხმალი, ან მიაწოდა უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, რანაირი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ისტორიამ ყველას განაჩენი გამოუტანა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას უცხო ქვეყნების ხელისუფლებებთან თანამშრომლობაში, კოლაბორაციონიზმსა და სუვერენიტეტზე თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისტორია განაჩენს ყველას გამოუტანს.

ყველა ვინც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ აიღო ხმალი, ან მიაწოდა უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, რანაირი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ყველას განაჩენი გამოუტანა ისტორიამ, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ისტორია განაჩენს გამოუტანს ყველას, ვინც დღეს სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ეთანამშრომლება, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.
"ეს ადამიანები [ოპოზიცია] რომ მიდიან [უცხოეთში] რა სურთ მათ სხვა ქვეყნებისგან? მიდიან, ბრიტანეთის ხელისუფლებასთან, რომელიც მაგალითად "იმედთან" დაკავშირებით სანქციას გამოსცემს, რომელსაც ვერავინ ვერც გაასაჩივრებს, არც არგუმენტს გეტყვის და უნდათ ტელევიზიის დახურვა. რატომ უნდათ ეს სანქცია, იმისთვის რომ გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რაღაც გადაწყვეტილება შეგაცვლევინო. ეს ხომ ჩარევა არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენურ გადაწყვეტილებაში? უცხო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გავლენა მოიპოვოს, რომ მიაღებინოს არა ის გადაწყვეტილებები, რომელიც ხალხისგან ლეგიტიმურ ხელისუფლებას უნდა რომ მიიღოს, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებას უნდა. არის თუ არა ეს საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა? არის თუ არა ეს კოლაბორაცია უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან - გამოაყენებინოს საკუთარი თავი, რომ მას ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენულ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ინსტრუმენტები. ამას, რომ აკეთებს ადამიანი გინდა მოღალატე, კოლაბორაციონისტი, ეს ხომ არ არის საქართველოს ინტერესი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ეს ადამიანები [ოპოზიცია] რომ მიდიან [უცხოეთში] რა სურთ მათ სხვა ქვეყნებისგან? მიდიან, ბრიტანეთის ხელისუფლებასთან, რომელიც მაგალითად "იმედთან" დაკავშირებით სანქციას გამოსცემს, რომელსაც ვერავინ ვერც გაასაჩივრებს, არც არგუმენტს გეტყვის და უნდათ ტელევიზიის დახურვა. რატომ უნდათ ეს სანქცია, იმისთვის რომ გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რაღაც გადაწყვეტილება შეგაცვლევინო. ეს ხომ ჩარევა არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენურ გადაწყვეტილებაში? უცხო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გავლენა მოიპოვოს, რომ მიაღებინოს არა ის გადაწყვეტილებები, რომელიც ხალხისგან ლეგიტიმურ ხელისუფლებას უნდა რომ მიიღოს, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებას უნდა. არის თუ არა ეს საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა? არის თუ არა ეს კოლაბორაცია უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან - გამოაყენებინოს საკუთარი თავი, რომ მას ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენულ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ინსტრუმენტები. ამას, რომ აკეთებს ადამიანი გინდა მოღალატე, კოლაბორაციონისტი, ეს ხომ არ არის საქართველოს ინტერესი“
„დაკავშირებით სანქციას გამოსცემს, რომელსაც ვერავინ ვერც გაასაჩივრებს, არც არგუმენტს გეტყვის და უნდათ ტელევიზიის დახურვა. რატომ უნდათ ეს სანქცია, იმისთვის რომ გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რაღაც გადაწყვეტილება შეგაცვლევინო. ეს ხომ ჩარევა არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენურ გადაწყვეტილებაში? უცხო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გავლენა მოიპოვოს, რომ მიაღებინოს არა ის გადაწყვეტილებები, რომელიც ხალხისგან ლეგიტიმურ ხელისუფლებას უნდა რომ მიიღოს, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებას უნდა. არის თუ არა ეს საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა? არის თუ არა ეს კოლაბორაცია უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან - გამოაყენებინოს საკუთარი თავი, რომ მას ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენულ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ინსტრუმენტები. ამას, რომ აკეთებს ადამიანი გინდა მოღალატე, კოლაბორაციონისტი, ეს ხომ არ არის საქართველოს ინტერესი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…