ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოწოდება სანქციებისა და ქვეყანაზე თავდასხმის შესახებ მტრული აქტია და ადასტურებს მათ ანტიკონსტიტუციურობას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გამოდგება.

შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება
შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგებაიმედინიუსი

უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ, იქნება ეს სანქცია, ნონ გრატა თუ ასე შემდეგ, არის მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი ასე აფასებს ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ მსჯელობის იანვრამდე გადადება „დიდი შეცდომაა“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გვარამიას ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან.

„ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება, როგორც დასტური, რომ ეს ჯგუფები მოქმედებენ საქართველოს სუვერენიტეტის, ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ.

ეს ხალხი ისტორიულად გვახსენებს ადამიანებს, რომლებიც ზოგი ხან კონსტანტინოპოლში მიდიოდა, ზოგი ხან ისპახანში, ზოგი ხან პეტროგრადში, ხან საბჭოთა მოსკოვში იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეთხოვათ ჯარის შეკრება და გამოგზავნა, რათა ხელისუფლება შეეცვალათ. ასე იქცეოდნენ ის მოღალატეებიც საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სხვა ქვეყნების ჯარს და რეაქციას კრეფდნენ. ახლაც ასე იქცევიან - ჩადიან სხვა დედაქალაქებში და უნდათ, რომ საქართველოზე ცეცხლი გამოიწვიონ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება რაკეტებით თუ ეს იქნება სანქციებით.

ეს არის მტრული პოლიტიკური აქტი საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ჩართულია ამაში მოწოდებით, დახმარებით ან სხვა სახით, არის ჩართული საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამი, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებაზე იზრუნებდა.

გვარამია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ მსჯელობის იანვრამდე გადადება დიდი შეცდომაა, ვინაიდან ,,ქართული ოცნება" ნებისმიერ დათმობას სისუსტედ მიიჩნევს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიდი შეცდომაა“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადების შესახებ: “ის, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ აქტებს, სხვა ქვეყნებისგან საქართველოზე თავდასხმას ითხოვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ გაერთიანებებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს განცხადებაც გამოგვადგება”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები